სალათი რამდენიმე ხორცით

მასალა:

დაკონსერვებული სოკო - 200 გრამი

ქათმის ფილე - 200 გრამი

გამოყვანილი ხორცი - 200 გრამი

ბულგარული წიწაკა - 2 ცალი

დაკონსერვებული ანანასი - 200 გრამი

ქიშმიში - 30 გრამი

ნიგოზი

მაიონეზი

მომზადების წესი:

დაკონსერვებული სოკო დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. ქათმის ფილე მოვხარშოთ და ისიც დავჭრათ საშუალო ნაჭრებად. ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, გამოვაცალოთ შუაგული და დავჭრათ გრძელ ნაჭრებად. ანანასი დავჭრათ კუბებად. ნიგოზი დავაქუცმაცოთ. ინგრედიენტები ავურიოთ ერთმანეთში და დავამატოთ გარეცხილი ქიშმიში.

კომენტარი