სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოკოს სუპი ჰოლანდიურად

მასალა:

500 გრამი შამპინიონი

2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

1 თავი ხახვი

1 სუფრის კოვზი ფქვილი

1 ლიტრი ძვლების ბულიონი

მარილი, პილპილი

1 ჩაის ჭიქა ნაღები

2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი

1 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

შამპინიონები გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, შემდეგ გატარებული სოკო 10 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე ვშუშოთ კარაქში გახეხილ ხახვთან ერთად. დავამატოთ ფქვილი, დავასხათ ბულიონი და დავამატოთ საკმაზი. სუპი გადმოვიღოთ ცეცხლიდან, დავუმატოთ ნაღები, მოვაყაროთ მწვანილი და მსხვილად დაჭრილი კვერცხი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100