წითელი ლობიო პრასით

მასალა:

ლობიო - 1 კილოგრამი

ნიახური - 100 გრამი

პრასი - 3-4 ძირი

მარილი - გემოვნებით

მინდვრის ლობიო ჩვეულებრივი წესით მოვხარშოთ; როცა მზად იქნება, ჩავყაროთ შიგ საკმაო რაოდენობით დაჭრილი ნიახური, პრასი, მარილი და ამოვლესოთ.

კომენტარი