სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სატაცური სოუსში

მასალა:

500 გრამი სატაცური

თითო-თითო სუფრის კოვზი ოხრახუში, მწვანე ხახვი

1 პატარა თავი ხახვი

1 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი

ცოტა მარილი, პილპილი

1 სუფრის კოვზი ძმარი

3 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

½ ჩაის კოვზი მდოგვი

სატაცური გავასუფთავოთ, მოვხარშოთ მარილიან წყალში და ვაცალოთ გაციება. მოვამზადოთ სოუსი წვრილად დაჭრილი მწვანილის, ხახვის, დაჭრილი კვერცხის, ძმრის, მცენარეული ზეთისა და მდოგვისაგან. მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევურიოთ სოუსი გაციებულ სატაცურის და მივიტანოთ სუფრაზე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100