სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ხილის სალათა

მასალა:
3 ნაჭერი ანანასი
2 ცალი ბანანი
2 ცალი ვაშლი
1 მტევანი ყურძენი
ნახევარი ჭიქა მაიონეზი
ნახევარი ჭიქა შესქელებული რძე, ან ნაღების კრემი
მწვანე სალათის ფოთლები
ანანასი, ბანანი და ვაშლი დავჭრათ კუბიკებად, დავამატოთ ყურძნის მარცვლები. მაიონეზი შევურიოთ შესქელებულ რძეს და შემდეგ ფრთხილად შევურიოთ ხილს. სალათა გავაცივოთ და სუფრაზე მწვანე სალათის ფოთლებით გაფორმებული ლანგრით მივიტანოთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100