სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კარტოფილი ფრანგულად

მასალა:

500 გრამი კარტოფილი

ნახევარი ლიტრი რძე

2 ცალი კვერცხი

2-3 სუფრის კოვზი გახეხილი ყველი

პილპილი, მარილი

მუსკატის კაკალი

რძეში ჩავახალოთ კვერცხები და ყველაფერი ერთად კარგად ავთქვიფოთ. ფრთხილად დავამატოთ გახეხილი ყველი, მარილი, პილპილი და მუსკატის კაკალი. გათლილი კარტოფილი დავჭრათ თხელ ნაჭრებად, მოვათავსოთ ფორმაში და დავასხათ მომზადებული მასა. შევდგათ გამოსაცხობად ღუმელში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100