სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნამცხვარი „ატამი“

მასალა:

კარაქი - 500 გრამი

კვერცხი - 5 ცალი

შაქრის ფხვნილი - 800 გრამი

ფქვილი - დაახლოებით 7 ჩაის ჭიქა

ნიგოზი - 300 გრამი

სოდა - 1 ჩაის კოვზი

ძმარი - 1 სუფრის კოვზი

რომი - გემოვნებით

500 გრამი კარაქი გავთქვიფოთ 500 გრამ შაქრის ფხვნილთან ერთად. თანდათან დავამატოთ თითო-თითო კვერცხის გული, სოდა - გახსნილი ძმარში. ცალკე კარგად გავთქვიფოთ ცილები და ნელ-ნელა შევურიოთ; დავაყაროთ ფქვილი და მოვზილოთ საშუალო სიმაგრის ცომი. ცომი უნდა იყოს ძალიან ცხიმოვანი.

გავაკეთოთ პატარა გუნდები, დაახლოებით 4 სანტიმეტრი დიამეტრის და ხელში დიდხანს ვაგუნდავოთ, სანამ ცხიმი ზედაპირზე კარგად გამოვა, რათა გამოცხობისას ზემოდან არ დასკდეს. გუნდები დავალაგოთ თუნუქის ფურცელზე ერთმანეთის დაშორებით, შევდგათ გახურებულ ღუმელში და გამოვაცხოთ. გამოცხობის შედეგად უნდა მივიღოთ ატმის ნახევრის ფორმის ნამცხვარი. როცა გაცივდება, ბრტყელი მხრიდან ამოვუღოთ შუაგულები და ჩავდოთ გულსართი. გულსართი წავუსვათ ნაპირებზეც, რათა ორივე ნახევარი ერთმანეთს მიეწებოს; მივიღებთ ატმის ფორმას.

გულსართი მოვამზადოთ შემდეგნაირად: ნიგოზი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, დავასხათ რომელიმე მურაბის სიროფი, რომი და ხელით ავზილოთ. მასა უნდა იყოს წებოვანი.

ადუღებულ ცივ წყალში გავხსნათ კვებისათვის ვარგისი ყვითელი საღებავი, იმდენი, რომ მივიღოთ ჩვენთვის სასურველი ყვითელი ფერი და მასში კარგად ამოვავლოთ ატმები. ამავე წესით გავხსნათ წითელი საღებავი და ჩავყოთ ატმის მხოლოდ ერთი მხარე. ჯერ კიდევ სველი ატმები მთლიანად ამოვავლოთ შაქრის მხსვილ ფხვნილში, დავალაგოთ ლანგარზე და დავტოვოთ მეორე დღემდე, რათა კარგად გაშრეს. სილამაზისათვის ასეთ "ატმებს" შეიძლება თავზე გავუკეთოთ ატმის ან რომელიმე ხის ფოთლები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100