სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მარწყვის მურაბა

მასალა:

მარწყვი - 1 კილოგრამი

შაქარი - 1 კილოგრამი

წყალი - 0,5 ჩაის ჭიქა

გადარჩეული მარწყვი გავრეცხოთ, მოვათავსოთ ლანგარზე, მოვაყაროთ შაქრის ფხვნილი, მოვასხუროთ კონიაკი (შეიძლება უიმისოდაც) და მოვათავსოთ რამოდენიმე საათი გრილ ადგილას. დარჩენილი შაქარი ჩავყაროთ მურაბის ტაშტში, ჩავასხათ ადუღებული ცხელი წყალი და მოვადუღოთ სიროფი. ჩავყაროთ მარწყვი და გავაჩეროთ 2-3 საათი. დავდგათ ცეცხლზე, ვადუღოთ ერთი საათი, გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაჩეროთ კიდევ, დავდგათ ცეცხლზე და ვადუღოთ, სანამ მზად არ იქნება. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100