სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სოკოს წვნიანი შეჭამანდი

მასალა:
სოკო - 500 გრამი
კარაქი - 30 გრამი
ნიგოზი - 200 გრამი
ხახვი - 2-3 თავი
სიმინდის ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
მწვანილი, ნიორი, წიწაკა, მარილი - გემოვნებით.

საჭმელად ვარგისი სოკო (ან ხმელი სოკო) გავარჩიოთ, კარგად გავრეცხოთ ცივ წყალში და დავდგათ მოსახარშად. როცა კარგად მოიხარშება, გავწუროთ, დავჭრათ თხლად, ასანთის ღეროების მსგავსად. კარაქში მოვშუშოთ დაკეპილი ხახვი, ათი წუთის შემდეგ დავაყაროთ დაჭრილი სოკო და კიდევ ვშუშოთ.

შემდეგ დავასხათ ბლომად სოკოს ნახარში. ადუღებისას ჩავუმატოთ სოკოს წვენში გახსნილი გაცრილი სიმინდის თეთრი ფქვილი. შევაზავოთ დანაყილი ნიოგოზით, ახალი ქინძით, კამით, ოხრახუშით, წიწაკით, ნიორით, მარილით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100