სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ჩამოწერეთ საქმეების, უქმეებზე განსახორციელებელი იდეების გეგმა. მოერიდეთ უსიამოვნებას ახლობლებთან ფულის გამო. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში საერთო ინტერესები, მგზავრობა დაგეხმარებათ.

კურო
მოთოკეთ ემოციები და თავდაჭერილად იმოქმედეთ. ზოგიერთს მივლინება ელის. საყვარელ ადამიანთან კონფლიქტს მოაგვარებთ საჩუქრით ან კეთილშობილური საქციელით.

ტყუპი
კომუნიკაციების, ფულის მარტივად გამომუშავების დღეა. კარგია ტესტირების ჩაბარება, გასაუბრება. წარმატება ელით შემოქმედებით ნიშნებს.

კირჩხიბი
დღეს ფულის ხარჯვა გელით - დაგეგმილ ნივთებს/პროდუქტებსაც შეიძენთ და დაუგეგმავ საჩუქრებსაც. საღამოს ოჯახის წევრები გემრიელობები გაანებივრეთ.

ლომი
საშუალება მოგეცემათ გარშემო მყოფებზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინოთ. იყავით გულუხვი, მაგრამ მხოლოდ ერთგულებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან.

ქალწული
დღეს განსაკუთრებული ვალდებულებების შესრულება მოგიწევთ. თუ დავალებებს კარგად გაუმკლავდებით, უფროსის შექებას და გარშემო მყოფების აღიარებას დაიმსახურებთ. იყავით დიპლომატიური.

სასწორი
ნუ გაართულებთ ურთიერთობას მეგობრებთან, შვილებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. რთულ სიტუაციაში დასახმარებლად სამართალდამცველებს მიმართეთ.

მორიელი
დააკვირდით კონკურენტებს, კრიტიკოსებს და ეცადეთ, საკუთარი შეცდომები გამოასწოროთ. მოერიდეთ უსიამოვნებას საყვარელ ადამიანთან, ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი
ოპტიმიზმითა და შემოქმედდებითი იდეებით ხართ აღსავსე. თუ არ იზარმაცებთ, კარგ შედეგს მიიღებთ. მოერიდეთ სტრესს, კამათს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას.

თხის რქა

სანამ გარისკავდეთ, დაფიქრდით. მართალია, სირთულეები არ გაშინებთ, მაგრამ "სიფრთხილეს თავი არ სტკივა". საჭირო ინფორმაციას საჭირო ადამიანებისგან მიიღებთ.

მერწყული
დილიდან პოზიტივით დაიმუხტეთ. ნუ გაჯიუტდებით და უსაფუძვლოდ ნუ იეჭვიანებთ. დიპლომატიურად იმოქმედეთ, რათა არ გააფუჭოთ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან.

თევზები
კოლეგებთან კონკურენციას არ გირჩეთ. ზომიერებს დაიცავით ფულის ხარჯვისას. თუ აუცილებლობა არაა, ბავშვებისა და ცხოველების გარეშე იმგზავრეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100