4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მშვიდად შეხვდით სიახლეებს. ნუ ეცდებით უარყოფითი ემოციების გამოხატვას.

კურო
კარგი დღეა მეგობრული შეხვედრებისა და გულითადი საუბრებისთვის. შანსი მოგეცემათ გაიუმჯობესოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი
სწორად შეაფასეთ საკუთარი შესაძლებლობები და სიტუაცია, რომელშიც აღმოჩნდით. დღის განმავლობაში შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ განწყობა.

კირჩხიბი
დღეს ემოციურად განიცდით ყველაფერს. კარგია კავშირი შემოქმედებასა და ფსიქოლოგიასთან. გაგიმძაფრდებათ ინტერესი რელიგიის, მუსიკის, მოგზაურობისადმი.

ლომი
მშვიდად შეხვდით სიახლეებს. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. შეიძლება გარშემო მყოფების საიდუმლოებებს ახადოთ ფარდა.

ქალწული
დღეს ყველას განწყობას უნდა მოერგოთ. ეცადეთ, დაიმსახუროთ გარშემო მყოფთა ნდობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

სასწორი
საკუთარ თავს სხვებზე უკეთ თავად დაეხმარებით. მოერიდეთ ზედმეტ ემოციურობას. ზომიერება გმართებთ კვებაში. გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა.

მორიელი
წარმატებული დღე გელით. გაიმარჯვებთ კარგად დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტში. საიმედო გახდება ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

მშვილდოსანი
თუ ყველაფერი თქვენი სცენარით არ მოხდება ნუ ინერვიულებთ. კარგი დღეა პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. სიახლეებს მშვიდად შეხვდით. ეცადეთ, ავტორიტეტი მოიპოვთ გარშემო მყოფებში.

თხის რქა
კარგი დღეა მასაჟისა და კონცერტზე დასასწრებად. აგრეთვე, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ზოგიერთს მგზავრობა და ნათესავებთან ელის შეხვედრა.

მერწყული
მეტად დაისვენეთ. თუ თავისუფალი თანხა გამოგიჩნდათ, პირად სიამოვნებაზე დახარჯეთ. შეგიძლიათ, ბავშვები და საყვარელი ადამიანი გაანებივროთ, ახლობლებსაც დაეხმაროთ.

თევზები
მოერიდეთ ავანტიურას, დაუფიქრებელი ნაბიჯის გადადგმას. შეიძლება გააიდეალოთ სამშობლო, ოჯახი, ნათესავები. კეთილსინდისიერად შეასრულეთ თქვენი ვალი.

კომენტარი