2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეგობრებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ. თუმცა, გაფრთხილდით, თქვენი გულუხვობის გამო ვალებში არ გადავარდეთ. საინტერესო ადამიანებთან საუბარი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

კურო
ეცადეთ, გარშემო მყოფებს თავს არ მოახვიოთ საკუთარი შეხედულებები. ინტერესთა გამო არავის დაუპირისპირდეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დილიდან ოპტიმისტურად განეწყვეთ. დღეს საინტერესო მოსაუბრე იქნებით. სიფრთხილე გმართებთ, თუ ჩახლართული ხართ სამსახურებრივ და სასიყვარულო ინტრიგებში.

კირჩხიბი
საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. შეიძლება გარშემო მყოფების საიდუმლოებები ამოხსნათ. იყავით მეტად ცნობისმოყვარე. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ. ეცადეთ, არ აეჭვიანოთ იგი.

ლომი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები. დღეს უნდა შეურიგდეთ თქვენზე განაწყენებულ ახლობლებს, საყვარელ ადამიანს. საღამოს შეხვდით მეგობრებს.

ქალწული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. სამსახურის საქმეების გამო საოჯახო ვალდებულების შესრულება გაგიჭირდებათ. ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან. შინაურ ცხოველებთან კონტაქტი განწყობას გაგიუმჯობესებთ.

სასწორი
გააუმჯობესეთ მეგობრული და სასიყვარულო კავშირები. ფინანსები მოზომილად ხარჯეთ. საღამო გაატარეთ შვილებთან ერთად. დაეხმარეთ მათ ცოდნის მიღებაში; თანატოლებთან კონტაქტების დამყარებაში.

მორიელი
საოჯახო საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. ზოგი რემონტის გაკეთებას გადაწყვეტს. მცირე შელაპარაკებაც კი შეიძლება დიდ უსიამოვნებაში გადაიზარდოს. განსაკუთრებით, ფინანსების გამო.

მშვილდოსანი
მოგზაურობის, საჭირო ადამიანების გაცნობის დღეა. მოერიდეთ ფულის ფლანგვას. მეტად გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებენ შინაური ცხოველები.

თხის რქა
ნუ დაუწესებთ საკუთარ თავს მკაცრ ეკონომიას, აკრძალვებს. გაინებივრეთ საკუთარი თავი, რა თქმა უნდა, შესაძლებლობების ფარგლებში. საჩუქრებითა და ყურადღებით გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი და ბავშვები.

მერწყული
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. სიფრთხილე გამოიჩინეთ ვარჯიშისას, რემონტისას, ცხოველებთან კონტაქტისას. მოერიდეთ უსიამოვნებას ოჯახის წევრებთან. განსაკუთრებულ მზრუნველობას საჭიროებს საყვარელი ადამიანი.

თევზები
იყავით მეტად ცნობისმოყვარე და მეგობრული. კარგი დღეა ცოდნის, გამოცდილების მისაღებად. მოერიდეთ ონლაინთამაშებს. მგზავრობისას გაფრთხილდით, არ გახდეთ აგრესიისა და ქურდების მსხვერპლი.

კომენტარი