რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კოლგოტებში უფრო მოხდენილები იყოთ და მარტივად არ დაიხეს ისინი?

ქალები სამ კატეგორიად იყოფიან - 1) ისინი, ვისაც კოლგოტები არ უყვარს და არ ხმარობს; 2) ისინი, ვინც კოლგოტებს მხოლოდ საჭიროების გამო იცვამენ; 3) ისინი, ვისაც კოლგოტები არა თუ უყვართ, არამედ კოლექციასაც აგროვებენ და სხვადასხვა ფერში, ფორმასა და დიზაინში ფულს არ იშურებენ. იმისათვის, რომ თქვენი ფეხები უფრო დახვეწილი და ლამაზი ჩანდეს, აუცილებელია კოლგოტის სწორად შერჩევა და მისი ხმარების წესის ზუსტი დაცვა.

კანის მოვლა

აუცილებელია თქვენი კანი გლუვი და რბილი იყოს. სანამ კოლგოტს მოირგებთ, დამატენიანებელი კრემი წაისვათ ფეხებზე - ის ბევრად უფრო ეფექტურ ვიზუალს მოგცემთ და ბუნებრივი ბზინვარებაც ექნება შიგნიდან.

ზომას დიდი მნიშვნელობა აქვს

ხშირად გოგონები პატარა ზომის კოლგოტებს ყიდულობენ, რათა ფეხები უფრო მჭიდროდ ჰქონდეთ და გამხდრები გამოჩნდნენ, თუმცა ეს სწორი მიდგომა არ არის, რადგან მოჭერილი კოლგოტი წელთან, სადაც ის მთავრდება, უსწორმასწორო ტანს აჩენს და ზედმეტი კილოგრამებიც სწორედ მანდ იჩენს თავს.

დაივიწყეთ გრძელი ფრჩხილები

უამრავი ქალი გაიხსენებს იმ საშინელ მომენტს, როდესაც ფრჩხილების გამო ულამაზესი კოლგოტები გაუფუჭებია. აუცილებელია საშუალო ზომის კარგად მოვლილი ფრჩხილები გქონდეთ და უფრო დაცულად იყოს თქვენი ფეხებიც.

მაცივარი საუკეთესო საშუალებაა

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ მის ეფექტურობაში თავად დარწმუნდებით თუ სველ კოლგოტს მოათავსებთ შეფუთვაში და მთელი ღამის განმავლობაში დატოვებთ საყინულეში. მეორე დღეს ოთახის ტემპერატურაზე გაალღვეთ და შემდეგ გააშრეთ. ეს მეთოდი კოლგოტს იცავს ფორმის დაკარგვისგან და მისი მარტივად დახევაც შეუძლებელი გახდება.

ჩაიცვით სწორად

ალბათ გაგეცინებათ, მაგრამ უამრავმა ქალმა არ იცის კოლგოტის ჩაცმის წესი და განსაკუთრებით სიჩქარეში შეცდომას უშვებს ხოლმე. აუცილებელია ჯერ ხელით მოაქუჩოთ მთლიანი სიგრძე და ჩადგათ ტერფი. არ შეილება კოლგოტის რომელიმე მხრიდან ზედმეტად აზიდვა, მნიშვნელოვანია თანაბრად და ნელა აიტანოთ ზევით.

ელვა და შესაკრავები კოლგოტის მტერია

ეცადეთ, ისეთი ჩექმა და ფეხსაცმელი შეარჩიოთ, რომელიც თქვენს კოლგოტს საფრთხეს არ შეუქმნის. ამით თავიდან აიცილებთ მუდმივ წვალებასა და იმედგაცრუებას.

კოლგოტები ხელით უნდა გარეცხოთ

თუ გსურთ, რომ კოლგოტებმა ფორმა არ დაკარგოს და ყოველთვის ახალივით გამოიყუერბოდეს, ის სარეცხ მანქანას არ უნდა გააკაროთ. აუცილებელია მისი ხელით ამორეცხვა, რაც არც თუ ისე რთულია.

თუ კოლგოტს თვალი მაინც წაუვიდა

თუ თქვენს საყვარელ კოლგოტს თვალი მაინც წაუვიდა და ის არც თუ ისე შესამჩნევ ადგილზე არის, სასწრაფოდ გამოიყენეთ ფრჩხილის უფერული ლაქი ან წებო, რათა მეტად არ დაიხეს. ფუნჯით დაატანეთ თვალის წასვლის ადგილზე და გააშრეთ.

კომენტარი