სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კონტაქტებისა და შეხვედრების დღეა. სურვილი გაგიჩნდებათ სოციალურ ქსელებშიც გამოთქვათ თქვენი აზრი. გამონახეთ დრო და გაიუმჯობესეთ სასიყვარულო ურთიერთობა.

კურო
სანამ დასვენებაზე იფიქრებთ, ჯერ უნდა იმუშაოთ. იყავით დაკვირვებული. ღიმილიანი ახლობლებთან ურთიერთობისას. საღამოს მოაწყვეთ საოჯახო ან საბავშვო წვეულება.

ტყუპი
ურთიერთობების დღეა. თანამოაზრეებთან და ბავშვებთან კონტაქტის სურვილი გაგიჩნდებათ. იუმორით მიუდექით რთულ სიტუაციებსაც კი. კარგი დღეა ვირტუალური მიმოწერისა და სწავლისთვის.

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ მატერიალური საკითხების მოგვარებას. დაკვირვება გმართებთ ფინანსური ოპერაციებისას. შეიძინეთ წიგნები, გაჯეტები, რომლებიც, თქვენ ან თქვენს შვილებს, განათლების მიღებაში დაგეხმარებათ.

ლომი
კარგი დღეა საკუთარი შესაძლებლობების გამოსავლენად. იდეები გაუზიარეთ თანამოაზრეებს (შეიძლება სოციალურ ქსელებშიც). სასიამოვნო მოსაუბრე იქნებით და საღამოს შეგიძლიათ მეგობრებს შეხვდეთ.

ქალწული
მოულოდნელი შეხვედრების დღეა. დადებითი ემოციებით დაიმუხტებით. კარგი მუშაობით უფროსის კეთილგანწყობას დაიმსახურებთ. კარგი დღეა ცოდნის მისაღებად, ინფორმაციის ინტერნეტში მოსაძიებლად.

სასწორი
შეხვედრებისა და მოლაპარაკებების დღეა. შეიძლება ახალი მეგობარი ან გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. ნუ აიღებთ ვალს. მშვიდად შეხვდით უსიამოვნებებს რომანტიკულ და ფინანსურ სფეროებში.

მორიელი
ნუ შეიცვლით გეგმებს და პრინციპებს. იყავით მეტად მიზანსწრაფული. კარგი დღეა ინფორმაციის მოსაძიებლად. ნუ ხართ შებოჭილი ურთიერთობისას. თამამად ისაუბრეთ და გამოთქვით საკუთარი მოსაზრებები.

მშვილდოსანი
კარგი დღეა სწავლისა და ურიერთობისთვის. დაესწარით ონლაინ კურსებს, სემინარებს. შეიძლება მივლინება ან ექსკურიაზე წასვლა შემოგთავაზონ. მოერიდეთ ავანტიურასა და ინტრიგებს.

თხის რქა
რუტინული სამუშაოც შეიძლება იყოს საინტერესო. კარგი დღე ელით ინტელექტუალ და შემოქმედებით ნიშნებს. მოგინდებათ საუბარი საინტერესო ადამიანებთან. მეტად გამოავლინეთ იუმორის გრძნობა.

მერწყული
დღეს სწრაფად გაიჩენთ თანამოაზრეებს და სწრაფად აითვისებთ ინფორმაციებს. კარგი დღეა სწავლისთვის. მეგობრულობა და იუმორის გრძნობა გამოადგებათ გიდებს, ლექტორებს, ორატორებს.

თევზები
სიახლეების, შეხვედრებისა და საინტერესო თემებზე საუბრების დღეა. არ გაგიჭირდებათ დოკუმენტების, უცხო ენების შესწავლა. თუ რაღაც პირველივე ჯერზე არ გამოგდით, არ დანებდეთ, აუცილებლად გაიმარჯვებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100