სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვემზადებით ამინდისთვის, ვითვალისწინებთ კლიმატს“ - 23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა

23 მარტი მეტეოროლოგიის მსოფლიო დღეა. ეს თარიღი 1950 წლის 23 მარტს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) დაარსების შესახებ კონვენციის ძალაში შესვლას უკავშირდება.

ამ დღის ისტორიაზე, ამინდის ექსტრემალურ მოვლენებზე, ბიომრავალფეროვნების დაკარგვასა და ეკოსისტემის დაღუპვაზე, ასევე მაშტაბურ სტიქიურ უბედურებებზე და ტექნოგენურ ეკოლოგიურ კატასტროფებზე დრონი.ჯი-ს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე ესაუბრა.

კობა ფარტენაძე: მეტეოროლოგიის მსოფლიო დღე ყოველ წელიწადს კონკრეტულ თემას ეძღვნება. 2018 წლის დევიზია ვემზადებით ამინდისთვის, ვითვალისწინებთ კლიმატს

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) გენერალური მდივანის პიტერ ტალასის გზავნილი საზოგადოებას:

„ვემზადებით ამინდისთვის, ვითვალისწინებთ კლიმატს“- ამ ლოზუნგს თუ დავუმატებთ „ორიენტირებას ვახდენთ წყლის რესურსებზე“, მაშინ ჩვენ მივიღებთ მთავარი ელემენტების სრულ სპექტრს, რაც წარმოადგენს მყარი განვითარებისთვის მამოძრავებელ ძალას.

მიმდინარე 2018 წელი დაიწყო იმავე ნოტაზე, რითაც დასრულდა 2017 წელი -ამინდის ექსტრემალური მოვლენებით, რამაც გამოიწვია ადამიანების დაღუპვა და საარსებო საშუალებების განადგურება. 2017 წლის გრიგალის სეზონი ყველაზე მძიმე იყო ამერიკის შეერთებული შტატებისთვის- ნულამდე დაყვანილ იქნა კარიბის აუზის პატარა კუნძულების, ათეული წლების მიღწევები -ისეთების როგორიცაა დომინიკი. აზიურ სუბკონტინენტზე წყალდიდობების გამო მილიონობით ადამიანს მოუხდა მშობლიური ადგილების დატოვება, მაშინ როდესაც, აფრიკული რქის (რეგიონი აფრიკის აღმოსავლეთ ნაწილში,) ტერიტორიაზე გვალვა სიღარიბეს და მიგრაციას იწვევს.

არ არის გასაკვირი, რომ ზედიზედ მეორე წელია გარემოს გაუარესებული პირობები ერთპიროვნულად იწვევს შეშფოთებას და ამ თემას მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ეხებიან მსოფლიო ლიდერები მოხსენებაში გლობალურ რისკებზე. ის მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ამინდის ექსტრემალური მოვლენები, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ეკოსისტემის დაღუპვა, მაშტაბური სტიქიური უბედურებები, ტექნოგენური ეკოლოგიური კატასტროფები, ასევე კლიმატური ცვლილებების შედეგების შესარბილებლად უშედეგო მცდელობები და მათთდამი ადაპტაცია. ამინდის ექსტრემალური მოვლენები განიხილება სერიოზული რისკის ერთადერთ ფაქტორად.

მეტეოროლოგიური დაკვირვების ისტორიაში 2017 გახდა ყველაზე თბილი უახლოეს პერიოდში. კლიმატის ხანგრძლივი ცვალებადობა, რომელიც გამოწვეულია სათბური გაზების გამოყოფით, მომავალში უბიძგებს ჩვენს პლანეტას შედარებით მაღალი ტემპერატურული ნიშნულისკენ, ამინდისა და წყლის მრავალრიცხოვანი ექსტრემალური საოცრებების პარალელურად.

ვისურვებ, რომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (მმო) ყველა წევრი , ბოლოსდაბოლოს, გახდნენ ამინდისთვის მზად და ითვალისწინებდნენ კლიმატს“, ასევე ორიენტირებულნი იყვნენ წყლის რესურსებზე . ეს აუცილებელია საერთაშორისო დღის წესრიგის მხარდასაჭერად მდგრადი განვითარების , საფრთხის რიკის შემცირებების და კლიმატის ცვალებადობის ადაპტაციის სფეროსთვის.

ზოგადად, აუცილებელია ექსტრემალური მეტეოროლოგიური, კლიმატური და ჰიდროლოგიური პირობებისთვის მზადება წინასწარი გაფრთხილების სრულყოფილი სისტემების მეშვეობით , ასევე აუცილებელია კოორდინირებული ზომებით რეაგირება. ამისთვის, ბევრ საშიშ მოვლენაზე , მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია აქვეყნებს დროული გაფრთხილების სისტემების საკონტროლო ჩამონათვალს, როგორც გამძლეობის გასაძლიერებლად მნიშვნელოვან და პრაქტიკაში გამოსაყენებელ ინსტუმენტს .

ნაციონალურ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ სამსახურებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა დროულად გასწიონ მომსახურება ყველა მოვლენასთან დაკავშირებით დაწყებული ამინდის სეზონისწინა და სეზონური პროგნოზით -ხანგრძლივი კლიმატური წინასწარმეტყველებით დასრულებული-ყველასთვის, კერძო პირებიდან დაწყებული იმ პირებით დასრულებული ვინც ახდენს პოლიტიკის ფორმირებას და ეს უნდა იყოს განმარტებული ყველასთვის გასაგებ მარტივ ენაზე.

პირველი ნაბიჯი ექსტრემალური კლიმატური მოვლენების წინააღმდეგ მდგრადობის არის დაკვირვების ქსელის ფორმირება. დაკვირვების ფართო ქსელი ხმელეთიდან, ზღვიდან, ჰაერიდან, კოსმოსიდან -მთავარი მოთხოვნაა ექსტრემალური კლიმატური მოვლენების პროგნოზირებისთვის და დროული გაფრთხილებისთვის. მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია ,,როგორც საზოგადოება“ დახმარებას უწევს იმ წევრებს, რომლებიც საჭიროებენ დაკვირვების ინფრასრუქტურის მოდერნიზაციას, ხოლო კლიმატური მომსახურების განვითარება ამისთვის კარგ შესაძლებლობას იძლევა.

მეორე, საზოგადოების მდგრადობა ექსტრემალური კლიმატური მოვლენებისადმი უნდა განვითარდეს სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევების საფუძველზე. ბოლო 30 წლის განმავლობაში მკაცრი ამინდის პირობებში ადამიანების დაღუპვის მაშტაბების შემცირება მნიშვნელოვანწილად განპირობებულია ამინდის პროგნოზირების სიზუსტით და დროული გაფრთხილებებით, ასევე იმ სამსახურების კოორდინირებული მოქმედებით, რომლებიც უზრუნველყოფენ სტიქიური უბედურებებისთვის მზადყოფნას და მისი შედეგების ლიკვიდაციას. ამინდის პროგნოზირების მიღწევების საფუძველზე დღეს 5 დღის ამინდი ისეთივე ზუსტია, როგორც 2 დღის ამინდი იყო 20 წლის წინ. სრულყოფის ტენდენცია ნარჩუნდება და ვუზრუნველყოფს დროულ გაფრთხილებებს .

ნამდვილად, დროული გაფრთხილება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი სტიქიური უბედურებების რისკის შემცირების. მას შეუძლია აღკვეთოს ადამიანების დაღუპვა და შეამციროს ეკონომიური და მატერიალური ზარალი.

იმისთვის რომ, დროული გაფრთხილების სისტემა მუშაობდეს ეფექტურად აუცილებელია მის მუშაობაში აქტიურად იყვნენ ჩართული ადამიანები და ორგანიზაციები, ასევე მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირებულობა რისკებზე, ასევე მუდმივი მზადყოფნის უზრუნველყოფა.

სწორედ ამიტომ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია გამოდის საშიშ მოვლენებზე შეტყობინების გლობალური სტანდარტული სისტემის შექმნის ინიციატივით მსოფლიოს მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური სამსახურების ურთიერთ თანამშრომლობით.

ჩვენ ასევე აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან ინიციატივის ფარგლებში „ კლიმატური რისკები- ადრე გაფრთხილების სისტემა .

ჰიდროლოგიური მომსახურება ასევე წარმოადგენს მდგრადობის ფორმულის მნიშვნელოვან ნაწილს. ამის გამო, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაცია არის ერთ-ერთი სპონსორი მსხვილი გლობალური კონფერენციის, რომელიც ჩატარდება მაისში თემაზე განვითარება ჰიდროლოგიური მომსახურების მეშვეობით“.

ბოლოს აღვნიშნავ, ჩვენი ორგანიზაცია მიილტვის აღმოფხვრას ხარვეზები დაკვირვების ქსელში, ასევე ის წინაღობები რაც ხელს უშლის ზუსტი და დროული პროგნოზის მიწოდებას და საფრთხეებზე გაფრთხილებას ქვეყნებისა და ტერიტორიების გათვალისწინებით, რათა შეიტანოს წვლილი ისეთი საზოგადოების ფორმირებაში, რომელიც მდგრადი იქნება ამინდთან, კლიმატთან და წყალთა დაკავშირებული ფაქტორების ზემოქმედებაზე. ამით ორგანიზაცია წვლილს შეიტანს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის პროგრამის ფართომაშტაბიან განხორციელებაში, რაც ითვალისწინებს 2030 წლამდე პერიოდში უბედურებების რისკის შემცირებას ვაშენოთ ისეთი სამყარო, როგორიც ჩვენ გვინდა“ .

ვულოცავ ყველას ვინც მუშაობს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციაში და ვულოცავ საზოგადოებას, საერთაშორისო ბრწყინვალე მეტეოროლოგიურ დღეს 23 მარტი და ვიმედოვნებ, მოკლე დროში ქვეყნები მზად იქნებიან ნებისმიერი ამინდისთვის, გაითვალისწინებენ კლიმატს და ორიენტირებულნი იქნებიან წყლის რესურსებზე.

პ.ს. - დღეისათვის, 100 000 - ზე მეტ მიწისპირა სადგურზე, 7000 საზღვაო ხომალდზე და ათასობით სტაციონარულ და მოდრეიფე პუნქტზე წარმოებს მეტეოროლოგიური დაკვირვებები. ამ პუნქტებზე იზომება ატმოსფერული წნევა, ქარის სიჩქარე და მიმართულება, ატმოსფეროს ტემპერატურა და სინოტივე, ნალექების რაოდენობა, ვიზუალურად განისაზღვრება ღრუბლების ტიპი, რაოდენობა, ხილვადობა, ამინდის ხასიათი და სხვა.


- საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახური არსებობის 165 წელიწადზე მეტს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში მრავალჯერ შეიცვალა მისი იურიდიული სტატუსი. ამჟამად სამსახური შედის საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს შემადგენლობაში.

ჰიდრომეტსამსახური ქვეყნის ტერიტორიაზე აწარმოებს რეგულარულ დაკვირვებებს, ადგენს ამინდის და ჰიდროლოგიურ პროგნოზებს და გაფრთხილებებს შემდეგი მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ: წყალდიდობა-წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი, თავსხმა წვიმა, ძლიერი ქარი, ქარბუქი, სეტყვა, გვალვა და ატმოსფეროს ექსტრემალურად მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, გზებზე ლიპყინული და სხვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100