სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. კარგი დღეა საქმიან პარტნიორებთან ერთად მიმდინარე საკითხების განსახილველად.

კურო
მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობისადმი. მეტი დრო გაატარეთ სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში და განწყობაც გაგიუმჯობესდებათ.

ტყუპი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოუწყვეთ რომანტიკული პაემანი. მანდილოსნებმა განაახლეთ გარდერობი; შეიარეთ სილამაზის სალონში.

კირჩხიბი
ნუ ხართ პრეტენზიული ნათესავებისადმი. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად. საღამოს სტუმრებს უმასპინძლეთ.

ლომი
დროა, შეცვლოთ გარემო თქვენ გარშემო და თავადაც შეიცვალოთ. კარგი დღეა საინტერესო ადამიანებთან საუბრისთვის, ფლირტისა და კულტურული ღონისძიებისთვის.

ქალწული
მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი თავისადმი. ჩაიტარეთ სპა-პროცედურები. შეიძინეთ მოდური სამოსი, აქსესუარები. განაახლეთ ავეჯი.

სასწორი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. მოუარეთ სახეს, სხეულს. საღამოს შეხვდით მეგობრებს და ისაუბრეთ კულტურასა და მოდაზე.

მორიელი
იყავით ღიმილიანი საქმიანი და სასიყვარულო პარტნიორების მიმართ. ზოგიერთს მოულოდნელი შეხვედრა ელის დიდი ხნის უნახავ ახლობელთან, რომელიც დაგეხმარებათ პრობლემების მოგვარებაში.

მშვილდოსანი
კარგი დღე ელით მოდის, შემოქმედებით და კულინარიის სფეროს წარმომადგენლებს. იყავით მზად ახალი შეხვედრებისა და გულითადი საუბრებისთვის.

თხის რქა
იყავით ღიმილიანი და კეთილგანწყობილი გარშეო მყოფების მიმართ. დღეს მიაღწევთ იმას, რაც გულით გსურდათ. მხარდაჭერას იგრძნობთ მანდილოსნისგან.

მერწყული
წარმატებული დღე გელით. ახალი მეგობრების გაჩენის სურვილი გაქვთ. შეიძლება ურთიერთობა განაახლოთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ან დიდი ხნის უნახავ ახლობლებთან.

თევზები
მოაგვარეთ პარტნიორული, სამემკვიდრეო საკითხები, საოჯახო საქმეები. იყავით დიპლომატიური და რთულ მომენტშიც კი შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100