28 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ყველა სიტუაციაში სიმშვიდე შეინარჩუნეთ. აკონტროლეთ თქვენი ქცევა ნათესავების, კოლეგების მიმართ. აგრეთვე, - ჩვევები. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას.

კურო
სულიერ სიმშვიდესა და სიბრძნეს შეგრძენთ უფროს ნათესავებთან ურთიერთობა. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. კარგი დღეა საქმიანი მოლაპარაკებებისა და კონსულტაციისთვის.

ტყუპი
ექსპერიმენტენმა შეიძლება ჯიბეგაფხეკილი დაგტოვოთ. იყავით მიზანსწრაფული მუშაობისას. კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად. მოერიდეთ დაგეგმავ საყიდლებს. კარგი დღეა დიეტისთვის.

კირჩხიბი
თქვენგან ითხოვენ სერიოზულობას, პასუხისმგებლობას. თუ გსურთ, კარგი რეპუტაცია შეიქმნათ, იყავით საიმედო პარტნორი როგორც ზრდასრული ადამიანი და არა როგორც ჭირვეული ბავშვი. იყავით საკუთარ თავში დარწმუნებული.

ლომი
დაიცავით წესები და პატივი ეცით ეტიკეტს, როგორც ოჯახში, ასევე საზოგადოებაში. ზომიერება გმართებთ ყველაფერში. აკონტროლეთ ჩვევები. განსაკუთრებით, მავნე. მოაწესრიგეთ საცხოვრებელი და სამუშაო ზონა.

ქალწული
ახალი იდეებიც კი ძველ, გამოცდილ პარტნიორებთან ერთად განახორციელეთ. საინტერესო ადამიანს გაიცნობთ, რომლისგანაც ბევრ რამეს ისწავლით. გააძლიერეთ ურთიერთობა ოჯახთან, ნათესავებთან.

სასწორი
ყველა სირთულეს დაძლევთ. შეინარჩუნეთ ცივსისხლიანობა და გააზრებულად იმოქმედეთ. დაზოგეთ ფინანსები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას ოჯახის წევრებთან, საყვარელ ადამიანთან.

მორიელი
თქვენთვის ერთხელ არჩეული გზიდან გადახვევა წარმოუდგენელია. მაგრამ ეცადეთ, მეტად დიპლომატიური და სიტუაციას მორგებული იყოთ. ნუ გაჯიუტდებით, მშვიდად მიიღეთ ცვლილებები. მოაგვარეთ მივლინებასთან, მიგრაციასთან დაკავშირებული საკითხები.

მშვილდოსანი
მოგინდებათ ოჯახური სიმყუდროვე და გრძნობების გამოხატვა. აკონტროლეთ ემოციები, ჩვევები. მეტი ყურადღება გმართებთ სამემკვიდრეო და უძრავი ქონების საკითხებისადმი. ინიციატივა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოავლინეთ.

თხის რქა
კარგი დღეა გავლენიან, საინტერესო ადამიანებთ შესახვედრად და იდეების გასაზიარებლად. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მეუღლესთან და ოჯახის წევრებთან.

მერწყული
მეტად გმართებთ პასუხისმგებლობა და დისციპლინა, განსაკუთრებით, მუშაობისას. საქმიან პარტნიორებთან და კოლეგებთან ზედმეტად გულახდილი ნუ იქნებით.

თევზები
აკონტროლეთ სიტუაცია და შეინარჩუნეთ მაქსიმალური სიმშვიდე. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. მიაჩვიეთ ბავშვები წესრიგს. შემოქმედებითი იდეები მათთან ერთად განახორციელეთ.

კომენტარი