13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ მომავალში საზღვარგარეთ აპირებთ წასვლას, ჯობია, ცოდნის შეძენასა და შესაძლებლობების გაფართოებაზე დაფიქრდეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, მაგრამ ბილეთები დღეს არ შეიძინოთ.

კურო
ახალი იდეების განხორციელება უარს ნუ იტყვით, თუ ისინი მატერიალურ მდგომარეობას გაგიუმჯობესებენ. თუმცა, ავანტიურას მოერიდეთ.

ტყუპი
დაეხმარეთ გარშემო მყოფებს საქმეების მოგვარებაში, იდეების განხორციელებაში. თქვენთვის მნიშვნელოვან თემაზე, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდეთ, აუცილებლად ჰკითხეთ აზრი კომპეტენტურ ადამიანებს.

კირჩხიბი
დილა დაწყებული საქმეების დასრულებას დაუთმეთ. მეტი ყურადღება გმართებთ სწავლის, მივლინებისა და ჯანმრთელობის საკითხებისადმი. კარგი დღეა უცხოელებთან სამუშაოდ.

ლომი
ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები. შემოქმედებითი იდეები თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ. საყვარელი ადამიანი თეატრში დაპატიჟეთ. პირადი ურთიერთობა ფლირტით, თავგადასავალით გაახალისეთ.

ქალწული
გათავისუფლდით მავნე ჩვევისგან, უსარგებლო ნივთებისგან. მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოხატვას. არ იკამათოთ ახლობლებთან.

სასწორი
კარგი დღეა სწავლისთვის, განსაკუთრებით, უცხო ენის, თუ საზღვარგარეთ აპირებთ გამგზავრებას. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას.

მორიელი
ახალი პროექტები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. ყურადღება მიაქციეთ ყველა დეტალს, უმნიშვნელოსაც კი. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.

მშვილდოსანი
ახალ შემოთავაზებებს მიიღებთ, თუმცა, გადაწყვეტილებას ნაჩქარევად ნუ მიიღებთ. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

თხის რქა
შეიძლება ინტერესი გაგიჩნდეთ უცხო კულტურის, სარწმუნობის მიმართ. შეგეცვლებათ გემოვნება, ინტერესები. მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული პროექტების დასრულებას.

მერწყული
მოერიდეთ კარდინალურ ცვლილებებს. რთული საკითხების მოგვარებისას უმჯობესია, თანამოაზრეებს ჰკითხოთ აზრი. სხვა დღისთვის გადადეთ მოლაპარაკებები და საქმიანი მიმოწერა.

თევზები
ზოგიერთს საცხოვრებლის შეცვლა, მგზავრობა ელის. განსხვავებული აზრების გამო მოერიდეთ ახლობლებთან კამათს. ნუ გგონიათ, რომ ჩანაფიქრს პირველივე ცდიდან განახორციელებთ.

კომენტარი