7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას. დღეს შეგიძლიათ გარშემო მყოფებიც აიყოლით და ერთად იმუშაოთ. ყურადღება გმართებთ დოკუმენტების შევსებისას.

კურო
კარგი დღეა კონსულტაციებისა და მოლაპარაკებებისთვის. შეგიძლიათ მოიძიოთ ახალი პარტნიორები, კლიენტები. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანთან.

ტყუპი

თქვენი ნიჭი და ენთუზიაზმი საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ. ზოგიერთი სამსახურის საქმეს შინ გააკეთებს. კოლეგებს თქვენი რჩევები სჭირდებათ.

კირჩხიბი
საქმეების გამო გადაადგილებები გელით. კარგი დღე ელით დოკუმენტებთან, ინფორმაციებთან, ფინანსებთან მომუშავე ნიშნებს. იყავით დაკვირვებული. ზოგიერთი მნიშვნელოვან შეტყობინებას მიიღებს.

ლომი
პირველ ადგილზე სარგებლობა დააყენეთ შემდეგ - სილამაზე და ფუფუნება. შეიძინეთ საოჯახო ნივთები, რომლებიც შრომას შეგიმსუბუქებენ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

ქალწული
იყავით ცნობისმოყვარე, გულგახსნილი და ამასთანავე, დიპლომატიური. კარგი დღეა შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვისთვის. ზოგიერთი მოდის დიზაინში, მწერლობაში მოსინჯავს ძალებს.

სასწორი
იყავით აკურატული და ზომიერება დაიცავით ყველაფერში. ნუ ეცდებით ყურადღების მიქცევას, მოვლენების ცენტრში ყოფნას. ფული ზომიერად, მხოლოდ აუცილებელ ნივთებზე დახარჯეთ.

მორიელი
დაკვირვებული ხართ და უმნიშვნელო წვრილმანიც არ გამოგეპარებათ. კარგი დღეა გადაადგილებისა და მოლაპარაკებებისთვის. გამონახეთ დრო საოჯახო საქმეების შესასრულებლად.

მშვილდოსანი
დიპლომატიურობა და გააზრებულობა გმართებთ გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას. მოაგვარეთ რუტინული საქმეები. თუ საჭირო გახდება, ყური დაუგდეთ ჭორებსა და ინტრიგებს.

თხის რქა
კარგი დღეა სწავლისთვის; ახალი ტექნოლოგიების გამოსაყენებლად. კოლეგებთან და საქმიან პარტნიორებთან მეგობრული კავშირი უფრო მეტ შედეგს მოგიტანთ. კარგია საქმიანი მიმოწერა უცხოელ პარტნიორებთან.

მერწყული
მოერიდეთ მასშტაბური პროექტების განხორციელებას. კარგად გაანალიზეთ იდეები. მეტი დრო დაუთმეთ კარიერულ საკითხების მოგვარებას. დაუმეგობრდით უფროსს, კოლეგებს, ვინც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

თევზები
გაუზიარეთ თანამოაზრეებს იდეები, ინფორმაციები, შთაბეჭდილებები. მეტად მოესიყვარულოთ საყვარელ ადამიანს. ეცადეთ, ერთ ადამიანზე გაბრაზებულმა არ გაიფუჭოთ ურთიერთობა მთელ სამყაროსთან.

კომენტარი