სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

6 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დამოუკიდებელი და ენერგიული ხართ. არ გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების დასრულება. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან. საინტერესო შემოთავაზებას ან ამბავს გაიგებთ.

კურო
სანამ ახალ საქმეს შეუდგებით, ჯერ საკუთარი ძალები გათვალეთ. მოერიდეთ დაპირისპირებას ძლიერ მეტოქესთან. სამართლიანობა და იუმორის გრძნობა ყველა სიტუაციაში გამოგადგებათ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

ტყუპი
კარგი დღეა ურთიერთობისთვის, ფლირტისა და მგზავრობისთვის. კოლეგებს ახალი ამბები, იდეები გაუზიარეთ. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური და სასიყვარულო სფერო. შეძლებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას.

კირჩხიბი
კრეატიულად ხართ განწყობილი და საქმეების შესრულება, იდეების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. დღეს მოდური, პრესტიჟული ნივთების შეძენას შეძლებთ. გამონახეთ თანხა (თქვენთვის ან შვილისთვის) კრეატიული და შემოქმედებითი დანიშნულებისთვის.

ლომი
ენერგიული ხართ და ორიგინალური. კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად, გარშემო მყოფებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. გამონახეთ დრო სწავლისა და სიყვარულისთვის.

ქალწული
მეტად გამოავლინეთ არტისტიზმი. კარგი დღე ელით სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს. შეძლებთ შემოქმედებითი იდეების რეალიზებას, რომლებიც მომავალში გაგიუმჯობესებენ მატერიალურ მდგომარეობას.

სასწორი
დაარეგულირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა მიმოწერისთვის, იდეების განსახილველად, ბლოგის ან საიტის გასაფორმებლად. გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა.

მორიელი
სასურველის მისაღწევად გარჯა მოგიწევთ. ნურც საკუთარ ძალებს დაიშურებთ და ნურც გავლენიანი ახლობლების შეწუხება მოგერიდებათ. იყავით მეგობრული და ისე იმოქმედეთ, რომ საზოგადოებას თავი მოაწონოთ.

მშვილდოსანი
კარგი დღეა სწავლის დასაწყებად. წარმატება ელით პედაგოგ, ლიტერატორ და შუამავალ ნიშნებს. სახალისო იქნება ინფორმაციის მოძიება-გაცვლა, მგზავრობა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

თხის რქა
დილიდან მხნე და მიზანმიმართული ხართ. გაიღიმეთ და მეტი დრო გამონახეთ ურთიერთობისთვის. დღეს გაგიადვილდებათ თქვენთვის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი.

მერწყული
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ კრიტიკას, მცირე უსიამოვნებებს. უნდა იცოდეთ, რომ თქვენი ცოდნითა და მიზანდასახულობით ყველაფერს მიაღწევთ. რთულ სიტუაციებს ორიგინალურად გაუმკლავდებით. კარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად, ბავშვებთან ურთიერთობისთვის.

თევზები
პოზიტიური და კრეატიული ხართ. კარგი დღეა მიმოწერისა და სარეკლამო საქმიანობისთვის. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებს შორის. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები, ინფორმაციები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100