სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თანმიმდევრულად და დაკვირვებით შეასრულეთ ვალდებულებები. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. შეიძლება გაუთვალისწინებელი სირთულეები წარმოიშვას. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.

კურო
კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად. ნუ გაართულებთ ურთიერთობას კონკურენტებთან. მოერიდეთ საეჭვო საქმიანობას. ნურავის ნურაფერს დაპირდებით ალკოჰოლის ზემოქმედებით.

ტყუპი

დილა გამოძინებას, მშვიდი საქმეების შესრულებას დაუთმეთ. შეიძლება სარფიანი წინადადება მიიღოთ. ნუ იქნებით უყურადღებო, განსაკუთრებით, მაისში დაბადებულები.

კირჩხიბი
სამომავლო გეგმების განხილვით და ფინანსური საკითხების მოგვარებით იქნებით დაკავებული. მოსალოდნელია ზარი ან მოულოდნელი წერილი. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაციას.

ლომი
იყავით მიზანმიმართული და დაკვირვებულად იმოქმედეთ. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. ერთად უყურეთ რომანტიკულ ფილმს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, დაისვენეთ.

ქალწული
ნუ დაარღვევთ წესებს, თანმიმდევრულად შეასრულეთ საქმეები. ვირტუალურ ურთიერთობაშიც კი აკონტროლეთ სიტუაცია. საღამო რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
დილა მატერიალური საკითხებისა და პარტნიორული ურთიერთობების გაუმჯობესებას დაუთმეთ. საღამო - ფლირტს, რომანტიკულ პაემანს.

მორიელი
საკუთარი სიმართლის დამტკიცებაც მოგინდებათ და გარშემო მყოფების აზრის გათვალისწინებაც. საღამოს მეტ თავისუფლებას იგრძნობთ ურთიერთობაში. მოგინდებათ თავგადასავალი, თუნდაც, ვირტუალურ სამყაროში.

მშვილდოსანი
იყავით პრაქტიკული და დაკვირვებული. საღამოს დანიშნეთ შეხვედრები, საქმეების განხილვა. ნუ ენდობით გადაუმოწმებელ ინფორმაცის, საეჭვო ადამიანებს.

თხის რქა
თავისუფლად მოქმედება და შემოქმედებითი იდეების განხორციელება მოგინდებათ. იყავით დამკვირვებლის როლში და ნუ გამოიტანთ ნაადრევ დასკვნებს. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

მერწყული
მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, ჯანმრთელობას. განახორციელეთ შემოქმედებითი იდეები. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების, საყვარელი ადამიანის გვერდით. საღამო - მშვიდ გარემოში.

თევზები
დილას მეტად დაისვენეთ. საქმეები და შეხვედრები საღამოსკენ დანიშნეთ. მოერიდეთ ავანტიურიზმს, ალკოჰოლის მიღებას, ნუ გამოააშკარავებთ თქვენს სისუსტეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100