სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

19 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი. იყავით ენერგიული. მოერიდეთ ჩახლართულ, გაუგებარ სიტუაციებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, სასიყვარულო პარტნიორთან.

კურო
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება მოგინდებათ, მაგრამ ამისთვის აფერას ნუ მიმართავთ. ნუ აირჩევთ საეჭვო საქმიანობას. ერთხელ შემთხვევით შეიძლება გაგიმართლოთ, მაგრამ მუდმივად არა.

ტყუპი
ნუ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებებს. განსაკუთრებით, ცხელ გულზე. იდეალის ძიებაში შეიძლება რამდენჯერმე შეგეცვალოთ გეგმები. ეჭვი შეგეპარებათ არჩეულ გზაში, პარტნიორებში.

კირჩხიბი
მეტი დრო დაუთმეთ ყოველდღიური საქმეების მოგვარებას. დღეს შეიძლება გაიგოთ ის, რაც ადრე არ იცოდით. დატვირთული დღე ელით გამომცემლობაში, ტურისტულ ფირმაში, სამედიცინო სფეროში მომუშავეებს.

ლომი
უვნებლად დააღწევთ თავს ნებისმიერ რთულ ლაბირინთს. მოერიდეთ ფულის ხარჯვას, განსაკუთრებით, ფუფუნების ნივთებზე. გაერკვიეთ პირად გრძნობებში.

ქალწული
თქვენს სურვილებს მოკრძალებულს ვერ ვუწოდებთ. გსურთ, ყველაფერი იდეალურად გქონდეთ. ეს ეხება კარიერას, ფინანსებს... თუმცა, მნიშვნელოვან ნაბიჯებს დღეს ნუ გადადგამთ.

სასწორი
კარგი დღეა უცხოლებთან კონტაქტისთვის, საზღვარგარეთ გასამგზავრებლად. საინტერესო მოსაუბრეები თქვენს ნებისმიერ კითხვას გასცემენ პასუხს.

მორიელი
სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხებს მოგვარებისას. გაფრთხილდით, არ გახდეთ თაღლითების მსხვერპლი. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.

მშვილდოსანი
ზომიერება და სიფრთხილე გმართებთ ყველაფერში (სასიყვარულო ურთიერთობა, ფულის ხარჯვა, მუშაობა). ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის.

თხის რქა
მზად იყავით მოულოდნელი ცვლილებებისთვის. იყავით დაკვირვებული და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. დღეს შეიძლება დაემსგავსოთ ბავშვს, რომელიც მუდმივად ითხოვს ახალი სათამაშოს შეძენას.

მერწყული
დღეს თქვენი წარმატება საქმიან და სასიყვარულო პარტნიორებზე იქნება დამოკიდებული. შეიძლება ახალმა რომანმა გაგიტაცოთ. მოერიდეთ ფულის ფლანგვას.

თევზები
თუ იქნებით დაკვირვებული და მიზანმიმართული ყველაფერი გამოგივათ. ზოგიერთს სამსახურებრივი რომანის დაწყება ელის. გამოგიჩნდებიან ახალი თანამოაზრეები, მაგრამ დაუფიქრებლად ნურავის ენდობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100