სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. აკეთეთ ის, რაც სიამოვნებას განიჭებთ და კარგად გამოგდით. გამონახეთ დრო შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

კურო
სამსახურის საქმეების პარალელურად საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. ზოგიერთ კოლეგაზე მშობელივით მოგიწევთ მზრუნველობა. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად ითათბირეთ.

ტყუპი
პოზიტიური დღე გელით. მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. გამონახეთ დრო შვილებთან ურთიერთობისთვის. კარგი დღეა სამკაულებისა და კოსმეტიკის გასაყიდად.

კირჩხიბი
გამონახეთ დრო, რათა დაკავდეთ თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობით. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა. მეტად გამოავლინეთ არტისტიზმი.

ლომი
გარშემო მყოფების სიყვარულს მოიპოვებთ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს - სწორ კვებას, ზომიერ ვარჯიშს, ძილის რეჟიმს.

ქალწული
ჰობი და შემოქმედებითი საქმიანობა განწყობას გაგიუმჯობესებთ. იდეების განსახორციელებლად განმარტოება და ჩანაფიქრის გასაიდუმლოება დაგჭირდებათ. ნუ გაასაჯაროებთ ფარულ რომანსაც.

სასწორი
მეტად კომუნიკაბელური უნდა იყოთ. საქმიანი შეხვედრა არაფორმალურ გარემოში დაგეგმეთ. კარგი დღეა საჩუქრების შესაძენად.

მორიელი
მეტად უნდა გამოავლინოთ მიზანდასახულობა. დღეს სიყვარულისა და პოპულარობის მოპოვება მოგინდებათ. ზოგიერთი სამსახიობო ან დიპლომატიურ კარიერაზე დაფიქრდება.

მშვილდოსანი
გაგიტაცებთ ყოველივე უჩვეულო, რომანტიკული. მოიმატებს თქვენში მოთამაშის ინსტინქტი, სპორტული აზარტი. მეტი დრო დაუთმეთ საემიგრაციო საკითხების მოგვარებას.

თხის რქა
დღეს ცოტათი უნდა დაივიწოთ მკაცრი ჩარჩოები და საკუთარ თავს თავისუფლება მისცეთ. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოდისა და ფუფუნებისადმი. ზოგიერთს რომანტიკული თავგადასავალი გაიტაცებს.

მერწყული
ზედმეტი სიმკაცრე და საქმიანი იერი გაგირთულებთ ადამიანებთან ურთიერთობას. თუ თქვენს ცხოვრებაში საინტერესო ადამიანი გამოჩნდება, დაიახლოვეთ. მისი დახმარებით იდეების განხორციელებას შეძლებთ.

თევზები
სიზარმაცე და პასიურობა დაივიწყეთ, ოპტიმისტურად და მიზანმიმართულად იბრძოლეთ წარმატებისთვის. მეტი მზრუნველობა გმართებთ შვილებსა და შინაურ ცხოველებზე. გაუფრთხილდით მხედველობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100