სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა სწავლის დასაწყებად (უცხო ენის), მოლაპარაკებებისა და სარეკლამო აქციებისთვის. ავტორიტეტულ ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

კურო
იყავით კომუნიკაბელური, ცნობისმოყვარე, მზად სწავლისა და აღმოჩენებისთვის. გაიხსენეთ ძველი კონსპექტები, რეცეპტები, სატელეფონო ბლოკნოტი.

ტყუპი
წარმატებული დღე გელით. ცოდნის მიღების ან სხვებისთვის გაზიარების დღეა. შეგიძლიათ განახორციელოთ შემოქმედებითი იდეები. სასიამოვნო ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

კირჩხიბი
შეხვედრების, სწავლის, მიმოწერის დღეა. ინფორმაცია მოიძიეთ ინტერნეტში, საინტერესო წიგნებში. საღამოს მეგობრებთან ერთად საყვარელ ადგილს ესტუმრეთ.

ლომი
თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ ახალი იდეები. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, კლასელებსაც კი. კარგი დღეა სამეცნიერო და სავაჭრო კონფერენციების მოსაწყობად.

ქალწული
დღეს სასურველს მიიღებთ. ახალი შესაძლებლობები გადაგეშლებათ. ზოგიერთს საზღვარგარეთ შესთავაზებენ მუშაობის დაწყებას. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, უფროსთან.

სასწორი
ფორტუნას ნებიერი ხართ. ყველა ცდილობს თქვენს დახმარებას. გაგიმართლებთ ტურიზმის, იურისპრუდენციის და საგამომცემლო ბიზნესის სფეროებში.

მორიელი
ახლობლების დახმარების იმედი გქონდეთ. წარმატებული დღე ელით საგადასახადის, სადაზღვევო, სატრანსპორტო სფეროში მომუშავეებს. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

მშვილდოსანი
გაგიუმჯობესდებათ სამსახურებრივი კავშირები. თანამოაზრეებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ზოგერთს წარმატებული დებიუტი ელის პოლიტიკურ და თეატრალურ სარბიელზე.

თხის რქა
ავტორიტეტს აიმაღლებთ გარშემო მყოფებში. უმნიშვნელო ცვლილებაზეც კი კონსულტაცია გაიარეთ კოლეგებთან, არ დაარღვიოთ ინსტრუქცია. კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის მისაღებად.

მერწყული
კარგი დღეა ინტელექტუალურ და შემოქმედებით სფეროებში მომუშავეთათვის. თქვენს ორიგინალურ იდეებს დიდი გამოხმაურება მოჰყვება. საღამოს მეგობრული წვეულება მოაწყვეთ.

თევზები
საუბრების, მისამართის შეცვლის, სწავლის, რემონტის დაწყების დღეა. იყავით კეთილგანწყობილი გარშემო მყოფების მიმართ. დღეს თქვენს ბინაში აქტიურად ისმის ტელევიზორსა და მობილურის ხმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100