სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

22 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თავისუფლად მოქმედების საშუალება არ გექნებათ, გარშემო მყოფების მოსაზრებებიც უნდა გაითვალისწინოთ. ნუ დაარღვევთ კანონს, წესებს, განსაკუთრებით უცხო ტერიტორიაზე.

კურო
დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრება. მოერიდეთ ავანტიურას. ნუ დაარღვევთ რეჟიმს. ზოგიერთს გარემოს შეცვლა მოუნდება.

ტყუპი
მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. თანამოაზრეებთან ერთად კარგია სწავლა, შემოქმედებითი იდეების განხორციელება. გააოფიციალურეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი
დილიდან ჩამოწერეთ სამოქმედო გეგმა, რომელშიც საჭიროებისამებრ შეიტანთ ცვლილებებს. თუმცა, უმჯობესია მეტად დაისვენოთ და შინაურ ცხოველებზე იზრუნოთ.

ლომი
დღესასწაულისა და მხიარულების განწყობაზე ხართ. ზოგიერთი საყვარელ ადამიანს რომანტიკულ-ეროტიკულ საღამოს მოუწყობს. აკონტროლეთ შვილების ქცევა.

ქალწული
გააძლიერეთ სახლის დაცვა, იზრუნეთ ბინის კეთილმოწყობაზე. მეტი მზრუნველობა გმართებთ მშობლების მიმართ. საღამოს დიდი ხნის უნახავ მეგობრებს უმასპინძლეთ.

სასწორი
დღეს მეტად მოგინდებათ ნიჭის, შესაძლებლობების დემონსტრირება. მიუხედავად ხალხთმოყვარეობისა, შეამცირეთ ურთიერთობა უცნობებთან.

მორიელი
აკონტროლეთ ხარჯი. სახლიდან გასვლამდე ჩამოწერეთ საყიდლების სია. კარგი დღეა დიეტის დასაცავად, ჯანსაღი ცხოვრების წესის დასაწყებად.

მშვილდოსანი
იყავით დისციპლინირებული. ზოგიერთი ახალ საინტერესო ადამიანს დაუმეგობრდება, ზოგიც ორიგინალურ გასართობს გამოიძებნის. საღამოს მეგობრებს შეეხმიანეთ.

თხის რქა
მეტად დაისვენეთ, გაერკვიეთ საკუთარ სურვილებსა და შესაძლებლობებში. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა, რომელსაც მომავალი კვირიდან განახორციელებთ.

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გავლენიან ადამიანებთან. მოაგვარეთ საოჯახო საკითხები. საღამოს საინტერესო საუბრები გელით საჭირბოროტო საკითხებზე.

თევზები
თუ რაიმეს გაკეთება გაქვთ გადაწყვეტილი, სამომავლოდ ნუღარ გადადებთ. იყავით მიზანმიმართული. გააუმჯობესეთ ურთიერთობა მშობლებთან. ახლობლებს თქვენი ცხოვრებისეული გამოცდილება გაუზიარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100