სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

11 სექტემბერი ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს უნდა დაიწყოთ მატერიალური, საოჯახო, ფინანსური, პროფესიული ბაზის შექმნა. მოერიდეთ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას. მეტი დრო დაუთმეთ რუტინული საკითხების მოგვარებას. დახმარებასა და ურთიერთობაზე უარი არ უთხრათ მშობლებს, მეგობრებს.

კურო
ინფორმაციის მიღების, მოლაპარაკებებისა და სამსახურებრივი საკითხების მოგვარების დღეა. ნუ დააგვიანებთ სამსახურში, საქმიან შეხვედრაზე. დაეხმარეთ შვილებს სირთულეების დაძლევაში.

ტყუპი
მეტი ყურადღება მიაქციეთ კვებას, საოჯახო ურთიერთობების გაუმჯობესებას. შეიძინეთ საოჯახო ნივთები. მოაგვარეთ სადაზღვევო საკითხები.

კირჩხიბი
სხვა დღისთვის გადადეთ სამემკვიდრეო და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს დახმარებისთვის მიმართეთ ყველას, უცნობებსაც კი. ნუ განმარტოვდებით.

ლომი
სხვა დღისთვის გადადეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარება, ახალი პროექტების დაწყება. მოაწესრიგეთ დოკუმენტები, არქივი. კარგი დღეა საყიდლებისა და ხანმოკლე მგზავრობისთვის.

ქალწული
მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად დაიხმარეთ კოლეგები. მოერიდეთ ემოციების გამოხატვას, დაპირისპირებას პარტნიორებთან.

სასწორი
კარიერული წინსვლისთვის საიდუმლო კავშირები და ფარული წყაროებიც უნდა გამოიყენოთ. ნაკლები ილაპარაკეთ და მეტი მოისმინეთ. განსაკუთრებით, რჩევები.

მორიელი
მოგზაურობის, მივლინების დღეა. მეტი დრო დაუთმეთ ცოდნის გაღრმავებას; უცხო ენის შესწავლას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი
კარიერულ წინსვლაში მეგობრებისა და ნათესავების მხარდაჭერა დაგეხმარებათ. გადაამოწმეთ მიღებული ინფორმაცია. შეეხმიანეთ მეგობრებს.

თხის რქა
ზოგჯერ ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც თქვენ გსურთ. გაითვალისწინეთ შეცდომები და პროფესიონალების დახმარებით განახორციელეთ პროექტები. მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, მიმოწერას, სამეცნიერო საქმიანობას.

მერწყული
შეფერხებაა მოსალოდნელი საქმეებში, გეგმების განხორციელებაში. შეიძლება ახლობლების პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებამ მოგიწიოთ. ყურადღებას საჭიროებს მივლინება, დოკუმენტებთან მუშაობა.

თევზები
პარტნიორებს რეგულარულად გააცანით სიახლეები, იდეები. საყვარელი ადამიანის ჭირვეულობას მშვიდად უნდა შეხვდეთ. სხვა დღისთვის გადადეთ შემოქმედებითი იდეებისა და ახალი პროექტების განხორციელება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100