8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სასიამოვნო დღე გელით. სამსახურში მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები და წარმატების საიდუმლო გაუზიარეთ კოლეგებს. გაგიუმჯობესდებათ პირადი სფერო.

კურო
კარგი დღეა წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორება. შესაბამისი დასკვნის გამოტანა. აუჩქარებლად იმოქმედეთ, არაფერი გამოგრჩეთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
გავლენიანი ადამიანები თქვენი საქმიანობით დაინტერესდებიან და შეიძლება სარფიანი შემოთავაზებაც მიიღოთ. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად იყავით მეტად აქტიური.

კირჩხიბი
დილიდან პოზიტიურად განეწყვეთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებს თქვენი მხარდაჭერა და დახმარება სჭირდებათ.

ლომი
სასიამოვნო მოულოდნელობებით აღსავსე დღე გელით. ნებისმიერი საქმიდან გამარჯვებული გამოხვალთ. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ და იმხიარულეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებათ.

ქალწული
წარმატებული დღე გელით. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. უფროსთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
წარმატება გელით ახალ წამოწყებებში. გეგმის მიხედვით და დადგენილი წესებით იმოქმედეთ. მეგობრებს მხიარულება სწადიათ და საღამოს თქვენც აგიყოლიებენ.

მორიელი
მეტი დრო დაუთმეთ წარსულში შესრულებული საქმეების გადახედვას, შეცდომების გამოსწორებას. გავლენიანი მეგობრების დახმარების იმედი გქონდეთ. რჩევებსა და დახმარებას ნათესავებისგანაც მიიღებთ.

მშვილდოსანი
პრობლემები კოლეგებთან ერთად განიხილეთ და ერთადაც მოაგვარეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის მისაღებად. სასიყვარულო საქმეებში აკურატულობა გმართებთ.

თხის რქა
კარგი დღეა ძველი, გამოუსადეგარი ადამიანისა და ნივთებისგან გასათავისუფლებლად. აგრეთვე, კარგია, თუ მავნე ჩვევების დასამარცხებლადაც. საღამო ერთგულ მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო და საქმიან პარტნიორებთან. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა.

თევზები
სწრაფად გაუმკლავდით სამსახურის საქმეებს და მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, მეგობრებთან ერთად. გაუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

კომენტარი