სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მიმდინარე საკითხების მოგვარება თქვენგან მეტ დაკვირვებას ითხოვს. ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. საყვარელი ადამიანი ყველანაირად ეცდება თქვენი გულის მოგებას.

კურო
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მათი დახმარებით საქმეების შესრულებას შეძლებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, შეუსრულეთ მას სურვილები.

ტყუპი
რა საქმესაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერში გელით წარმატება. დამოუკიდებლად მიიღეთ გადაწყვეტილებები. საყვარელი ადამიანი მხიარულ საღამოს გპირდებათ.

კირჩხიბი
მშვიდი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ მიმდინარე საკითხების მოგვარებას. საღამოს ნათესავებთან ერთად საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ.

ლომი
სამსახურებრივი საკითხები კოლეგებთან შეთანხმებულად მოაგვარეთ. ნუ დაიშურებთ რჩევებსა და რეკომენდაციებს. აქტიურობა გმართებთ სასიყვარულო ურთიერთობის გასაუმჯობესებლად.

ქალწული
ნაკლებად მოიშალეთ ნერვები წვრილმანებზე, მოერიდეთ კრიტიკას ახლობლების მიმართ. იყავით პოზიტური და ყველაფერს საუკეთესოდ გაართმევთ თავს. ახლობლები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შანს მოგცემენ.

სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ ინტელექტუალურ საქმიანობას. ნუ მოგერიდებათ თქვენი შესაძლებლობების გამოვლინება. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
საინტერესო დღე გელით. ახლობლების ინტერესების დასაცავად მოგიწევთ ბრძოლა. პირადი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მეტად გამოავლინეთ ინიციატივა.

მშვილდოსანი
ნებისმიერი სირთულის პრობლემას მარტივად გაუმკლავდებით. საღამოს კარგია ქალაქგარეთ გასეირნება, საყიდლები. შეხვდით მეგობრებს და იმხიარულეთ.

თხის რქა
მეტად გამოავლინეთ თქვენი შესაძლებლობები. ზოგიერთი იდეის განხორციელებას შეძლებთ. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებასა და შვილებთან ურთიერთობას დაუთმეთ.

მერწყული
თქვენი შრომისმოყვარეობა საუკეთესო შედეგს მოგიტანთ. შეგიძლიათ იტრაბახოთ მიღწევებით. საოჯახოს საქმეების მოგვარებისას გამოავლინეთ ინიციატივა. ოჯახის წევრებს დღესასწაული მოუწყვეთ.

თევზები
მშვიდი დღე გელით, მაგრამ სამსახურში არავინ დაგასვენებთ. სამსახურის საქმეების მოგვარება უფროსის დასანახავად მაინც მოგიწევთ. მოერიდეთ კონფლიქტს ოჯახის წევრებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100