სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ორი თვე იდეალური ქმარი ვიყავი და ასეთი რამ მოხდა“ - ჟურნალისტის გულახდილი ისტორია, რომელიც დაგაფიქრებთ

ურთიერთობის ხანგრძლივობის ზრდა ადამიანს უჩენს ეჭვს, რომ მისი პარტნიორის მიმართ გრძნობა ნელდება. თუმცა, არ უფიქრდებიან, რომ ამ დროს შეიძლება პირიქით ხდება და ის უფრო მეტად უყვარდებათ. ჟურნალისტი ტომ ბერნსი სწორედ ასეთი ურთიერთობის შესახებ ყვება:

„ორი თვის წინ ერთ ძალიან რთულ ექსპერიმენტს მივმართე: მეუღლე ისე უნდა მყვარებოდა და მოვპყრობოდი, როგორც არასდროს. ამისი იდეა ასე უბრალოდ არ გაჩენილა. საქმე იმაშია იყო, რომ ჩემი უფროსი ანდრეა მილერი მუშაობდა ახალ წიგნზე „რადიკალური გადაწყვეტილებები: ბედნიერებისა და ხანგრძლივი სიყვარულის საიდუმლო“ და მას ჭირდებოდა წყვილები ექსპერიმენტისთვის. ეს ადამიანები ისე უნდა მოქცეულიყვნენ, როგორც წიგნში იქნებოდა აღწერილი. მე დაველაპარაკე მეუღლეს და მისი თანხმობაც მივიღე. ამის შემდეგ 60 დღის მანძილზე ხუთი რადიკალური ნაბიჯი უნდა გადამედგა:

ნაბიჯი 1: უბრალოდ უნდა მყვარებოდა ჩემი ცოლი

ეს ყველაზე მარტივი ნაბიჯი იყო. უბრალოდ მეტი სითბო და სიყვარული უნდა შეგვეტანა ჩვენს ყოველდღიურობაში. ხშირად უნდა შემეხსენებინა მისთვის, რომ მიყვარს. შემდეგ ვეცადე გამეხსენებინა ჩემი ახალგაზდრობა, სანამ შევუღლდებოდი. ეს ძალიან რთული აღმოჩნდა, რადგან 20 წელია დაოჯახებული ვარ და ჩემი თავი მეორე ნახევრის გარეშე ვერ წარმომიდგენია. მივხვდი, რომ მართლა ძალიან მიყვარს.

ნაბიჯი 2: გაჩერდით, დაფიქრდით, შეხედეთ

ეს ეტაპი უფრო რთული აღმოჩნდა. მე უნდა მეკონტროლებინა ჩემი რეაქციები. საქმე იმაშია, რომ მძაფრი რეაქციების დროს უკონტროლო ვხდები, ვყვირი, ვბრაზობ, არ ვუფიქრდები რას ვამბობ. თუ ეს ყველაფერი მაცადეს, სულ რაღაც 30 წამში ვწყნარდები და ბრაზიც მივლის. ადრე, როცა მეუღლესთან კამათი მომდიოდა, ვახშმის მერე არ ვეხმარებოდი სახლის მილაგებაში და ასე ვაგრძნობინებდი, რომ მასზე ნაწყენი ვიყავი. ექსპერიმენტის დროს კი ვცდილობდი იდეალური ურთიერთობის ფარგლებში ჩემი თავი მეკონტროლებინა და ადრინდელი „მესთვის“ გვედრიდან შემეხედა. ჩემს ადრინდელ პიროვნებაში აღმოვაჩინე ის, რომ ძალიან ცუდი ტიპი ვიყავი და ვირივით ვიქცეოდი. ამის შემდეგ იმასაც მივხვდი, რომ ჩემი მეუღლის სიტყვები არც ისეთი გამაღიზიანებელი იყო.

ნაბიჯი 3: ყველაფრის მიუხედავად გააგრძელეთ ურთიერთობა

ამ ექსპერიმენტის მიზანია ერთმანეთთან კომუნიკაცია. უნდა გვესაუბრა სხვადასხვა თემებზე და ჩვენ ჩვენი მოსაზრებები გაგვეზიარებინა ერთმანეთისთვის. თუ თქვენი მეორე ნახევარი რაღაც საკითხში არ გეთანხმებათ, სხვა შემთხვევაში მის მოსმენას წყვეტთ და აღარ ესაუბრებით, რადგან გწყინთ, რომ თქვენს აზრს არ იზიარებს. ამ ექსპერიმენტში მთავარია ერთმანეთის აზრის პატივისცემა.

ნაბიჯი 4: გიყვარდეთ ადამიანი თავისი მინუსებით

ყველა ადამიანს აქვს ისეთი მინუსები, რაც ჩვენში გაღიზიანებას იწვევს. ნამდვილი სიყვარულის ხიბლიც სწორედ ესაა - ადამიანი გიყვართ ყველა მინუსის მიუხედავად. მე ვგიჟდები ჩემს ცოლზე, რადგან მას სწორედ ასეთი აუტანელი ვუყვარვარ. ჩვენ ჩამოვწერეთ ის მინუსები, რაც გვაღიზიანებს ერთმანეთში, მაგრამ არ ვანახებთ ერთმანეთს. ზუსტად ვიცი, რომ მისი სია ჩემსაზე გაცილებით დიდია.

ნაბიჯი 5: შეეშვით საკუთარ თავზე ფიქრს და იზრუნეთ მასზე

ეს ყველაზე საინტერესო ეტაპია. ეცადეთ, იფიქროთ იმაზე, რა სურს თქვენს მეორე ნახევარს, ყველაზე მეტად რა გაახარებს. ეს ისე ჟღერს, თითქოს ცალმხრივი ნაბიჯია, თუმცა, როცა თქვენი საყვარელი ადამიანი ასეთ მზრუნველობას გრძნობს თქვენი მხრიდან, ისიც უზომოდ დიდ ყურადღებას გასცემს და შედეგად ყველაზე იდეალური ურთიერთობა ყალიბდება. ამ ნაბიჯის ფარგლებში მე დავიწყე დილით მითვის საუზმის მომზადება. მან კი ვალდებულებები შემიმსუბუქა და ხშირად აკეთებდა იმ საქმეს, რაც მევალებოდა.

ექსპერიმენტის დარსულების შემდეგ მივხვდი, რომ მე და ჩემი მეუღლე კიდევ უფრო დავახლოვდით ერთმანეთთან, უფრო მეტი კავშირი აღმოვაჩინეთ ჩვენს შორის, ახალი ჩვევები ჩამოგვიყალიბდა, მეტი პატივისცემა და ურთიერთგაგება გაჩნდა ჩვენს შორის. ამ ყველაფერმა კი ახალი შეგრძნებები გააჩინა, გული ისევ ისე მიჩქარდება მისი დანახვისას, როგორც ახალგაზრდობაში. ეს ყველამ უნდა გამოსცადოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100