სექსუალური ექსპერიმენტი სახელწოდებით „გაბედე!“

იმის თქმა, რომ სექსი ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია, არ იქნება სიმართლე, თუმცა ისიც მართალია, რომ სექსის გარეშე ურთიერთობა ფუჭდება. რამდენიმე წლიანი თანაცხოვრების შემდეგ კი ინტიმური კონტაქტი სულ უფრო იშვიათი ხდება და წყვილი ლოგინში უმეტეს წილად მხოლოდ დასაძინებლად წვება. საქმე იმაში კი არ არის, რომ წყვილს მობეზრდა ერთმანეთი, უბრალოდ სექსში ერთი და იგივე პოზები ხდება მოსაბეზრებელი.

ჩამოაშორეთ თქვენს თანაცხოვრებას რუტინა. თავდაპირველად რაიმე ახალი სცადეთ ცხოვრებაში, თუნდაც მენიუში ახალი კერძი, ან რაიმე წრეზე ერთად სიარული. მთავარია სიახლე შეიტანოთ ყოველდღიურობაში. ეს იძულებულს გაგხდით ერთმანეთს ახალი თვალით შეხედოთ, რაც თავის მხრივ სექსუალური სურვილების განახლებასა და გაღრმავებას უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია, უშუალოდ სქესობრივ ცხოვრებაში სიახლეების შეტანა:

გადაიქეცი სხვა პიროვნებად - ასე, მაგალითად, გაიკეთე პარიკი. „უცნობი პარტნიორის“ ეფექტი ყოველთვის ამძაფრებს მამაკაცის სურვილებს, მის განახლებულ ტემპერამენტში კი თავად დარწმუნდებით.

ეცადეთ, სექსის დროს მეტი ხმაური გამოიწვიოთ - აქტის დროს სიამოვნებასთან დაკავშირებული ბგერების გამოცემა ყოველთვის ეფექტურია. თუ აქამდე ხმაურიანად კავდებოდით სექსით, ახლა კიდევ უფრო მეტად უნდა მოინდომოთ.

სექსი და ძალადობა - მამაკაცს უყვარს, როდესაც ლოგინში თავს დომინანტად გრძნობს. ეს ქალსაც სიამოვნებს. უხეშ მოპყრობაში უფრო მეტად მძაფრდება ვნება. ქალის წინააღმდეგობა მამაკაცში მხეცს აღვიძებს და აქტიც უფრო ცეცხლოვანი ხდება. თუმცა უნდა გაითვალისწინოთ, რომ რაიმე კოდური სიტყვა აუცილებელია, რათა მიხვდეს, როდის შეიძლება გატკინოთ.

არავითარი ხელები - ყველაფერი გააკეთეთ პირით, ეს ძალიან სახალისოა. გახადეთ ერთმანეთს, ისე რომ ხელები არ გამოიყენოთ, ასევე ალერსის დროს დაივიწყეთ ხელები. ეს ყველაფერი იმდენად გაგახალისებთ და მოგეწონებათ, რომ ხშირად მოიქცევით ასე.

მამაკაცებს თვალებით უყვართ - მათ უყვართ ყურება, ამიტომ გაუკეთეთ სიურპრიზი და დაკავდით მასტურბაციით მის თვალწინ - ეს შოუ მას ჭკუიდან გადაიყვანს.

ცხვარზე ნადირობა - ჩამოწერეთ ის გარემოებები და ქმედებები, რაც თქვენში აღგზნებას იწვევს. ყველაფერი რიგითობის მიხედვით ჩამოწერეთ და გადაეცით თქვენს პარტნიორს, ანალოგიურად მასაც გამოართვით ასეთი სია. ასე, მაგალითად, თუ გსიამოვნებთ ის მომენტი, როდესაც წვერს იპარსავს, ამ დროს თამამად მიხვალთ მასთან, დემონსტრაციულად გაიხდით სამოსს და მას უფლება არ ექნება უარი გითხრათ. შესაბამისად, იმ მომენტში, როცა თქვენ, პირობითად ვთქვათ, ჩანგალი დაგივარდებათ და ეს გარემოება სურვილების სიაში უწერია, უნდა მოემზადოთ სექსისთვის უარის თქმის გარეშე.

საერთოდ დაივიწყეთ მისიონერული პოზა - ეს პოზა ძალიან მოსაწყენს ხდის სქესობრივ აქტს, ამიტომ სცადეთ ყველაფერი, გარდა მისიონერულისა. გასაკვირი არც უნდა იყოს, რომ ასეთი მარტივი აქტი გაბეზრებდეს ყველაფერს ინტიმურ ცხოვრებაში.

კომენტარი