სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
იყავით გაბედული და თამამად იმოქმედეთ. ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაუმკლავდებით. სამსახურის შემდეგ დრო სურვილისამებრ გაატარეთ, საღამოს დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

კურო
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების მოთხოვნებს. ნუ იკამათებთ კოლეგებთან, ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლის დამტკიცებას უფროსისთვის. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

ტყუპი
ყურადღებით იყავით, იღბალი მინიშნებებს გიგზავნით. თუმცა, მისტიკით გატაცებასაც არ გირჩევთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
კეთილი და პოზიტიური დღე გელით. თქვენს ორიგინალურ იდეებს ყურადღებას მიაქცევენ. საყვარელი ადამიანი იზრუნებს თქვენზე.

ლომი
რჩევების მოსმენა კარგია, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

ქალწული
შემოიკრიბეთ გარშემო თანამოაზრეები და განიხილეთ მიმდინარე საკითხები. თუმცა, ნუ ელით, რომ ვინმე თქვენს საქმეს შეასრულებს. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

სასწორი
აკეთეთ თქვენი საქმე და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფებს. სამსახურის შემდეგ მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ. საღამოს სტუმრებს უმასპინძლეთ.

მორიელი
იყავით გულკეთილი და გულგახსნილი გარშემო მყოფების მიმართ. თქვენი ღიმილი ნებისმიერ აისბერგს დაადნობს. საინტერესო საღამო გელით.

მშვილდოსანი
წარმატებული დღე გელით. უფროსი კმაყოფილია თქვენი მუშაობით. კეთილი და გულუხვია თქვენ მიმართ. საღამოს ნაცნობობა და შეხვედრები გელით.

თხის რქა

რაც უფრო მეტად მიზანმიმართული იქნებით, მით მეტ შედეგს მიაღწევთ. საყვარელ ადამიანს კი უნდა დაუთმოთ, მეტად იზრუნოთ მასზე.

მერწყული
სასიამოვნო ცვლილებების დღეა. საინტერესო საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
ნუ გაირთულებთ ცხოვრებას გამოგონილი პრობლემებით. პოზიტიური დღე გელით, მეტად გაიღიმეთ. საყვარელი ადამიანი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100