სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

ქალის ტოპ-5 სექსის შემდგომი ტრავმა - როდის გმართებთ სიფრთხილე საწოლში? (+18)

ალბათ, ძნელი წარმოსადგენია, რა სახის ტრავმა უნდა მიიღოს ადამიანმა და განსაკუთრებით ქალმა სექსის დროს, თუმცა არც თუ ისე იშვიათად ეს მაინც ხდება. სექსის შემდგომი ტრავმები არა მარტო სხეულზე ტოვებს კვალს, არამედ გონებაშიც, რაც საბოლოოდ სქესობრივ ცხოვრებაში შეგიშლით ხელს, ასე რომ აუცილებელია იცოდეთ, ყველაზე მეტად რას უნდა ერიდოთ სექსის დროს.

ვაგინის გახეთქვა - ამ ტრავმის ძირითადი მიზეზი ორია - მამაკაცის დიდი სასქესო ორგანო და არასწორად შერჩეული პოზა. ამ უკანასკნელში კი ყველაზე საშიშია ქალის ფეხების შემოდება მამაკაცის მხრებზე და შემდეგ უხეში და ძლიერი აქტი. ამ დროს ქალი გრძნობს ტკივილს, შემდეგ კი შესაძლოა სისხლდენა. რაც უფრო მეტია სისხლი, მით უფრო ძლიერია ტრავმა. ასეთ დროს აუცილებელია მიმართოთ ექიმს, ხოლო თუ სისხლდენა ძლიერია, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება, რადგან შესაძლოა სერიოზული დაზიანება გქონდეთ მიღებული.

სექსი პლაჟზე ლორწოვანი გარსის მტერია - თუ გსურთ ეგზოტიკურ პირობებში ქვიშიან პლაჟზე დაკავდეთ სექსით, მაშინ უნდა იცოდეთ, რა საფრთხე შეიძლება შეგექმნათ ამ დროს. ქვიშა, პირველ რიგში, საშოს ლორწოვან გარსს უტევს და, რომ აღარაფერი ვთქვათ ბაქტერიებზე, რომელიც ამ დროს საშოში მოხვდება, ის სერიოზულად აზიანებს და ცუდ კვალს ტოვებს სასქესო ორგანოზე. ტკივილისა და ქავილის შეგრძნება უფრო და უფრო აუტანელი ხდება. ქვიშაზე რაც არ უნდა სიფრთხილე გამოიჩინოთ თქვენ და თქვენმა პარტნიორმა, მაინც არის ალბათობა, რომ ეს საფრთხე თავიდან ვერ აიცილოთ. თუ მაინც გარისკეთ და ლორწოვანი გარსიც დაზიანდა, თვითმკურნალობას აზრი არ აქვს, აუცილებელია მიმართოთ ექიმს.

კლიტორის აქტიური ან უხეში სტიმულაცია - კლიტორის დაზიანება საშარდე მილის დაზიანებას იწვევს, რაც ცისტიტის ერთ-ერთი წინაპირობაა. როდესაც ქალი თვითდაკმაყოფილების გზას მიმართავს ან პარტნიორი თავად ახდენს კლიტორის სტიმულაციას, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ, რათა უხეშმა სტიმულაციამ არ მოახდინოს მისი დაზიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შარდვის დროს სისხლდენა და ძლიერი ტკივილი დაეწყოს ქალს. თუ მხოლოდ ტკივილს იგრძნობთ ამის შემდეგ და სისხლდენა არ გაწუხებთ, აუცილებელი არაა ექიმს მიმართოთ, ტრავმა დროებითი და მსუბუქია, ხოლო სისხლდენის შემთხვევაში მდგომარეობა გართულებულია და მედიკოსების ჩარევაა საჭირო.

დიდი პენისისა და სპონტანურობის პრობლემა - თუ თქვენს პარტნიორს უყვარს იმპროვიზაციები და თან დიდი პენისი აქვს, აუცილებელია წინასწარ შეუთანხმდეთ, რომ გაუფრთხილებლად არ შეცვალოს პოზები. ხშირია შემთხვევა, როდესაც მამაკაცის მიერ პოზის მოულოდნელი ცვლილების დროს ქალი ტრავმას იღებს. თუ პენისი დიდია, შესაბამისად ტრავმაც უფრო სერიოზული იქნება. ამ დროს დიდია ალბათობა საშვილოსნოს დაზიანებისა, რაც მომავალში უშვილობის საფრთხეს ქმნის. გარდა საშვილოსნოსი, ზიანდება ასევე საშოში მდებარე იოგები და კუნთები. ასეთ დროს აუცილებელია გინეკოლოგს მიაკითხოთ რაც შეიძლება სწრაფად, რათა დროულად მოხდეს რეაბილიტაცია.

მკერდის ტრავმა - ექიმს ამ ტრავმით ყველაზე ხშირად აგრესიული ან სადო-მაზოხისტური სექსის მოყვარული ქალები აკითხავენ. თუ ამ კატეგორიას მიეკუთვნებით, ძალიან გაუფრთხილდით საკუთარ მკერდს. ძუძუს თავები არც ისეთი სუსტია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, თუმცა თვითონ მკერდი საკმაოდ დიდ მოფრთხილებას საჭიროებს. მის მიმართ უხეში მოპყრობა სამომავლოდ მკერდის კიბოს ერთ-ერთი მიზეზიც ხდება. ასეთი ტრავმის დროს აუცილებელია მამოლოგს გაესინჯოთ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100