სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სიმართლე ქორწინების შესახებ" - მიშელ ობამას რჩევები, რომელიც ყველა წყვილმა უნდა წაიკითხოს

არავინ შეგვედავება ,თუ ვიტყვით,რომ მიშელ ობამა იმ უძლიერეს ქალთა კატეგორიას მიეკუთვნება , რომელიც მსოფლიოს უნახავს. მის პიროვნებაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის , მომხიბვლელობა, ძალაუფლება და სიკეთე. აშშ-ის ყოფილმა პირველმა ლედიმ, ხელისუფლებაში ყოფნის 8 წლის განმავლობაში, გამოიყენა ყველა შესაძლებლობა იმისათვის,რომ ქვეყანაში მშვიდობას და სიყვარულს დაესადგურებინა.

პირველი ლედის პოსტის დატოვების შემდგომ პერიოდშიც კი, მას არ შეუწყვეტია ამერიკელი ხალხისთვის იმის შეხსენება,რომ ძალაუფლება კვლავ მათ ხელებში რჩებოდა. „მე მინდა , ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ისინი მნიშვნელოვნები არიან, რომ სწორედ მათ ეკუთვნით ყოველივე. არ შეშინდეთ, იმედიანად იყავით, ფოკუსირდით მნიშვნელოვანზე, მიიღეთ გადაწყვეტილებები. იყავით უფლებამოსილები. უკეთესი განათლების მიღებით გააძლიერეთ , აღზარდეთ საკუთარი თავი, შემდგომ კი გამოდით და ეს განათლება ისეთი ქვეყნის ასაშენებლად გამოიყენეთ , რომელიც თქვენს უსაზღვრო ნდობას იმსახურებს. იმისათვის კი, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ წინ სინათლესავით იმედი წაიმძღვარეთ და არასდროს შეშინდეთ!“

საინტერესოა, თუ როგორ ახერხებს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილის პარალელურად, მიშელ ობამა ქორწინებაში წარმატების მიღწევას. ამის გასაგებად გთავაზობთ მიშელ ობამას რჩევებს , რომლებიც საზოგადოებას თავადვე გაუმხილა იმის დამადასტურებლად, რომ ისიც ისეთი ჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორიც ყველა.

1) ყველაზე მეტად ქალის აღშფოთებას ის ფაქტი იწვევს , როცა ფიქრობს რომ არსებობს ვიღაც სხვა ქალი, რომელიც მას მისი ქმრის ყურადღებისა და სიყვარულის მოპოვებაში ეჯიბრება. არაფერია ამაზე მტკივნეული, არაფერია ამაზე უპატივცემულო და შეურაცხმყოფელი. არაფერია ამაზე დამამცირებელი და ღირსების შემლახველი.

2) ქორწინება ბედნიერი და წარმატებული მაშინაა ,როცა წყვილი ერთად,როგორც გუნდი, ისე მუშაობს. როცა ორივე, ცოლიცა და ქმარიც თანხმდება იმაზე ,რომ ერთობლიობით მიღწეული წარმატება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ცალ-ცალკე. ბედნიერი ქორწინებები ასე უბრალოდ არ ხდება, ასე უბრალოდ არ არსებობს, ის რთული და ხანგძლივი მუშაობის შედეგია.

3)გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილები გაკვირდებიან თქვენ, აკვირდებიან თქვენს დამოკიდებულებებს სიყვარულზე, ერთგულებასა და ქორწინებაზე. მიეცით მათ იმედი, იყავით მისაბაძები.

4) ქმრებო : მიზეზი იმისა , რომ სხვა ქალი უფრო მიმზიდველად გამოიყურება ის გახლავთ, რომ მასზე ზრუნავენ. ბალახიც ხომ მწვანე სწორედ მაშინაა, როდესაც მას რწყავენ. იმის მაგივრად, რომ სხვის ეზოში მოვლილ და მორწყულ ბალახს უყუროთ, მოუარეთ თქვენსას და რეგულარულად მორწყეთ ის. ყველა მამაკაცს შეუძლია მომხიბვლელი და მშვენიერი ქალბატონის ტრფობა , მაგრამ მხოლოდ ნამდვილ ჯელტმენს შეუძლია საკუთარი ქალი აქციოს ასეთად.

5) ბედნიერი ქორწინება დიდ სახლს, უნაკლო მეუღლეს, მილიონ დოლარსა და ძვირადღირებულ მანქანას სულაც არ საჭიროებს. შესაძლოა გქონდეს ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და ქორწინებაში თავს მაინც უბედურად გრძნობდეთ. ბედნიერი ქორწინება პატიოსნებას , სამუდამო ერთგულებასსა და თავდაუზოგავ სიყვარულს საჭიროებს.

6)გახსოვდეს, რომ შენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს ქორწინებაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლიათ. მეგობრებს შენი ქორწინების აყვავება და დანგრევა ერთიანად ძალუძთ.. ამიტომაც შეარჩიე ისინი სწორად.

7) როცა ერთ-ერთი მათგანი ცოლი ან ქმარი, იმისკენაა მიდრეკილი, თუ როგორ დაანგრიოს და გაანადგუროს ქორწინება, მეორეს მარტო არაფრის გაკეთება აღარ ძალუძს. ქორწინება წარმატებული მაშინაა , როცა წყვილი ერთად, როგორც გუნდი იმისთვის მუშაობს, რომ ბედნიერი ქორწინების საიდუმლოს მიაკვლიოს.

8)არასდროს დაუშვა ,რომ შენი მეორე ნახევარი სიცოცხლის ბოლომდე მხოლოდ შენთან ერთად ყოფნისთვის შექმნეს. არასდროს ისარგებლო ბოროტად მისი ნდობით, სიმშივიდითა და სიკეთით. რადგან ერთ დღესაც შესაძლოა აღმოაჩინო რომ დაკარგე ადამიანი, რომელიც შენთვის ყველაფერს ნიშნავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100