სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო მოვლენებით, შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მეგობრები და კოლეგები ნებისმიერ საქმეში დაგეხმარებიან. საღამო პირადი საკითხების მოგვარებას დაუთმეთ.

კურო
ნუ გადადებთ მომავლისთვის იმას, რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლიათ. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ, თუმცა, პირად ცხოვრებასაც ნუ დაივიწყებთ.

ტყუპი
დილიდან საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. ნუ შეუშინდებით ცვლილებებს. თქვენ ყველაფერს წარმატებულად გაართმევთ თავს. კარგი დღეა საყიდლებისთვის.

კირჩხიბი
დილიდან დაგეგმეთ საქმეები, შეხვედრები. ყველა საქმეს ადვილად გაართმევთ თავს და საღამოს გართობისთვისაც დაგრჩებათ დრო.

ლომი
იდებით ხართ აღსავსე. სასურველია, ისინი ერთგულ პარტნიორებს თანამოაზრეებს გაუზიაროთ. ფინანსურ და იურიდიულ საქმეებში დახმარება მეგობრებს სთხოვეთ.

ქალწული
მოერიდეთ პროვოკაციებს, ავანტიურას. ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე. ოჯახის წევრებს გაახარებთ, თუ საოჯახო საქმეებს მოაგვარებთ.

სასწორი
ისწავლეთ ემოციების მოთოკვა. გააზრებულად და დაკვირვებულად შეასრულეთ საქმეები. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ. მათგან საჭირო რჩევებსაც მიიღებთ.

მორიელი
მხიარული დღე გელით, მოწყენის საშუალება არ მოგეცემათ. აასრულეთ მშობლებისთვის მიცემული დანაპირები. საღამო რომანტიკით იქნება აღსავსე.

მშვილდოსანი
მოწყენისა და მოგონებებში გადავარდნის საშუალებას გარშემო მყოფები არ მოგცემენ. საღამო აქტიურ გართობას დაუთმეთ. ფეხით მაინც ისეირნეთ.

თხის რქა
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი, განსაკუთრებით შემოქმედებით საქმიანობაში. გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი მზრუნველობით.

მერწყული
საინტერესო მოვლენებთ დატვირთული დღე გელით. პერსპექტიული ნაცნობებს გაიჩენთ. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.

თევზები
დილიდან პოზიტივით განეწყვეთ. ყურადღებით შეასრულეთ დაკისრებული ვალდებულება. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100