სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

15 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. მხარდაჭერას კოლეგები და მეგობრები გაგიწევენ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული საღამო მოუწყვეთ.

კურო
საქმიანი და იდეებით აღსავსე ხართ. ახალი პროექტების დაწყებისას წარმატება გელით. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ტყუპი
ახალ პარტნიორებს გაიჩენთ ან გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. მეტად გამოვლინეთ თქვენი ნიჭი. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოულოდნელობა გელით.

კირჩხიბი
ცოტა მოთმინებითა და დიდი შემართებით შეუძლებელს შეძლებთ. საღამოს მოულოდელი სტუმრების გამასპინძლება მოგიწევთ.

ლომი
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან.

ქალწული
დღეს თავს ბედნიერ ადამიანად იგრძნობთ და ამის მიზეზი არა მატერიალური კეთილდღეობა, არამედ, ერთგული მეგობრები და კოლეგები იქნებიან. საყვარელი ადამიანიც გაგანებივრებთ მზრუნველობით.

სასწორი
გადახედეთ წარსულ საქმეებს, ჩამოწერეთ სამომავლო სტრატეგია. მიმდინარე საკითხები კოლეგებთან ერთად განიხილეთ. საყვარელი ადამიანი მორიგ სიურპრიზს გიმზადებთ.

მორიელი
შემოქმედებითი იდეების განხორციელება, მივიწყებული საქმეების დასრულება მოგინდებათ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ყურადღება გმართებთ საქმიანი მოლაპარაკებების დროს. საღამო მშვიდ, შინაურულ გარემოში გაატარეთ

თხის რქა
გავლენიან და საჭირო ადამიანებთან გელით შეხვედრა. იყავით მეტად გაბედული. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
სიურპრიზებითა და საჩუქრებით დატვირთული დღე გელით. საღამოს ნოსტალგიის დაძლევაში მეგობრებთან ერთად გართობა დაგეხმარებათ.

თევზები
მუშაობისას მეტი დაკვირვება გმართებთ. კარგი დღეა გარდერობის გასაახლებლად. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულად გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100