სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გაკვეთილები ბუდიზმისაგან: 20 რჩევა, თუ როგორ გავხდეთ ბედნიერები

ბუდიზმი ერთ-ერთი უძველესი და ადაპტირებული რელიგიაა მსოფლიოში. მისი სიბრძნის ფილოსოფიის გაგება არც ისე რთულია. წარმოგიდგენთ 20 ყველაზე მთავარ გაკვეთილს, რომელიც დაგეხმარებათ ცხოვრების გაუმჯობესებაში.

ბედნიერება თქვენს შიგნით არის და არა გარშემო. მთელს ცხოვრებას ბედნიერების ძიებაში ატარებთ, რომელსაც გარემოებებისგან ელოდებით, უაზროდ ხარჯავთ დროს იმისათვის, რომ დაელოდოთ იმ მომენტს, როცა თავს ბედნიერად იგრძნობთ. უნდა ისწავლოთ თითოეული წუთით ტკბობა. ჩაიხედოთ საკუთარ თავში - თქვენ ხომ უკვე გვაქვთ ყველაფერი იმისთვის, რომ ბედნიერები იყოთ? უბრალოდ ამას არასდროს აფასებთ.

იყავით მუდამ მადლიერნი ყველაფრისთვის - ცუდისთვის და კარგისთვის. კარგი გვაბედნიერებს, ცუდი კი სიბრძნეს გვმატებს, რადგან გამოცდილება ძალიან დიდი გაკვეთილია. კმაყოფილება და ტკივილი კი ჩვენი ცხოვრების გზაზე თანამგზავრად გვევლინებიან.

აღნიშნეთ თითოეული წარმატება, თუნდაც მცირე. არ ჩათვალოთ უმნიშვნელო მოვლენებად ის ამბები, რაც თქვენს თავს ხდება.

ყველა ადამიანი, რომელიც თქვენს ცხოვრებაში ჩნდება, გარკვეული ღირებულების მატარებელია და შემთხვევით არაფერი ხდება. ყველაზე ცუდი ნაცნობობითაც კი გამოიმუშავებთ ჩვევას, რომელიც მომდევნო ურთიერთობაში სიფრთხილეს შეგძენთ.

რწმენა - ყველაზე საჭირო იარაღი, როდესაც რაღაც გიჭირთ. როდესაც გწამთ, ყოველთვის პოულობთ გამოსავალს, გინელდებათ ტკივილი, რწმენას აძლევთ საშუალებას, გაინაწილოს თქვენი დარდი და უკეთესის იმედით დაიმშვიდოთ თავი.

არაფერი მიიტანოთ გულთან ახლოს. ოდესღაც ყოველთვის ინანებთ, რომ იმაზე მეტი ინერვიულეთ გარკვეულ მოვლენასა თუ ადამიანზე, ვიდრე ეს სინამდვილეში ამად ღირდა. ადამიანების ქცევა ყოველთვის მეტყველებს მათი პირადი ცხოვრების დეტალებზე - ბედნიერი ადამიანები არასდროს მოგექცევიან ცუდად და თუ ვინმე ცუდად გექცევათ, ეს თქვენი ბრალი არაა და ამაზე ნერვიულობა არ ღირს, რადგან სინამდვილეში მათ აქვთ სანერვიულო.

ბუნება აჯანმრთელებს - სუფთა ჰაერზე სეირნობა, მზის სითბო, ლამაზი პეიზაჟის ყურება, წყლის ხმაურის მოსმენა - ყველაზე დიდი თერაპიაა სულიერი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მისი გაუმჯობესება და ნერვული სისტემის მწყობრში ყოფნა ყველაზე მეტად ეხმარება ორგანიზმს დაძლიოს უამრავი დაავადება. გამოიყენეთ ყველაზე მარტივი გამაჯანსაღებელი საშუალებები, რომელიც უფასოდ გეძლევათ.

პრობლემის გააზრება მის მოგვარებაში დიდი როლს თამაშობს. იმისათვის, რომ პრობლემა გადაწყვიტოთ, მნიშვნელოვანია გაიაზროთ, დაფიქრდეთ თქვენს შიშსა და სისუსტეზე. რთულია სიმართლისთვის თვალის გასწორება, თუმცა სხვაგავარად ვერ მოვაწესრიგებთ ქაოსს ჩვენს გარშემო.

პერფექციონიზმი - ეს ილუზიაა. მოდუნდით, მიეცით თავს შეცდომების დაშვების უფლება და იყავით ბედნიერები.

სამყარო, რომელიც თქვენს გარშემოა - სარკეა. ის, რაც სხვებში გიყვართ და აფასებთ, სინამდვილეში საკუთარ თავში გიყვართ. სხვებში აფასებთ იმ თვისებებს, რომელი თვისებებიც თქვენშია. საინტერესოა, რა იწვევს თქვენში გაღიზიანებას, ჩაუღრმავდით საკუთარ უარყოფით მხარეებსაც.

ისწავლეთ პატიება. ეს პირველ რიგში თქვენ გჭირდებათ და არა მას, ვინც გაწყენინათ. როდესაც პატიობთ, თქვენ იცლებით უარყოფითი განცდებისგან და თავისუფლდებით ნეგატიური აზრებისაგან.

იყავით გულწრფელები - ეს ყველაფერს უკეთესობისაკენ ცვლის. გაიაზრეთ საკუთარი სურვილები. ყველაზე რთულია იყოთ საკუთარ თავთან გულწრფელი. თუ ამას გადალახავთ, მიხვდებით, როგორი რიგითობით უნდა დაალაგოთ პრივილეგიები.

იმ ადამიანებთან გქონდეთ ხშირი ურთიერთობა, რომელთაც უყვარხართ და რომლებიც გიყვართ, გაანებივრეთ ისინი ყურადღებითა და მზრუნველობით. ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ მათზე დახარჯოთ დრო, ვინც არ გაფასებთ.

რაც უფრო მეტს გასცემთ, მით მეტს იღებთ - ეს კარმის კანონია. გაუზიარეთ ყველას სიყვარული, სითბო, კეთილგანწყობა. გულწრფელი გრძნობების გაყოფას სხვების მხრიდანაც ანალოგიური ნაბიჯი მოჰყვება ყოველთვის.

თქვით ყველაფერზე „დიახ,“ რაც ბედნიერებას და სიხარულს განიჭებთ და შესაბამისად, არაფრის მომცემ დეტალებზე ან მოვლენებზე დაფიქრების გარეშე უარი თქვით.

ხანდახან ძველ მეგობრებთან ურთიერთობას წყვეტთ და აღარ ეხმიანებით მათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ცუდი მეგობრობა გქონდათ, უბრალოდ ხშირად გზები ყოფა და ყველა თავისი გზით მიდის. არასდროს დაგწყდეთ იმ ადამიანებზე გული, რომლებიც თქვენი ცხოვრებიდან წავიდნენ, უბრალოდ ლამაზი მოგონებები შემოინახეთ ამ ურთიერთობიდან.

შიში - ყველაზე კარგად დაგანახებთ რა გჭირდებათ სინამდვილეში ამ ცხოვრებისგან. მიეცით შიშს იმის უფლება, დაგაპყრობინოთ ახალი მწვერვალები. დაფიქრდით რისი გეშინიათ, მოემზადეთ ახალი თავგადასავლებისთვის და თამამად დაამარცხეთ ის.

იყავით მადლიერი სამყაროსი, იმის გამო, რაც გაგაჩნიათ. როდესაც ისწავლით სამყაროში ყველაფრის დადებითი კუთხიდან დანახავს, შეძლებთ ისიამოვნოთ იმ მცირედით, რაც დაემატება თქვენს ბედნიერებას.

იცხოვრეთ აწმყოთი - ეს ერთადერთია, რაც ამ მომენტში გაგაჩნიათ. წარსული ჩავლილია, მომავალი ჯერ არ დამდგარა, ამიტომ მხოლოდ აწმყოთი უნდა იფიქროთ და გააკეთოთ ყველაფერი ახლა, რისი გაკეთებაც შეიძლება და არ გადადოთ მომავლისთვის. იცხოვრეთ „ახლა და ამ დროს.“

ხშირად აუხსენით სიყვარული საყვარელ ადამიანს. ეს ურთიერთობას უფრო ალამაზებს, საშუალებას არ აძლევს გაფერმკრთალდეს და რუტინული გახდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100