სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

5 პოზა, რომელიც დაგეხმარებათ ორ წუთში გათავისუფლდეთ სტრესისგან

სოციალური ფსიქოლოგი ემი კადი ამბობს, რომ ყველა პოზა და მანერა გვანიშნებს იმას, თუ რას ფიქრობენ ადამიანები ჩვენს გარშემო. სხეულის ენა ჩვენს თავდაჯერებულობაზეც მეტყველებს. აღმოჩნდა, რომ არსებობს პოზები, რომლებიც თვითშეფასებას გვმატებს, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს წარმატებაზე. სტატიაში მოგცემთ რჩევებს, თუ როგორ მდგომარეობაში უნდა გქონდეთ სხეული იმისათვის, რომ თავდაჯერებულობა და წარმატების რწმენა დაიბრუნოთ.

სხეულის ენა განმსაზღვრელია მომავალი ურთიერთობის, თანამშრომლობის, საზოგადოებაში ადაპტირების. ამასთანავე, ჩვენი სხეულის მდგომარეობა ყველას უყვება ჩვენს გრძნობებზე, აზროვნებაზე, კომპლექსებსა თუ განწყობაზე. არსებობს ჟესტები იმ კატეგორიის ადამიანებისთვის, ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირება.

თუ დააკვირდებით, ადამიანი, რომელიც გამარჯვებას აღნიშნავს, ხელებს და ნიკაპს მაღლა წევს, ხოლო საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნება, რომელსაც თავდაჯერებულობა აკლია, გულზე ხელებგადაჯვარედინებული, შებოჭილი, გაუცხოებული ჟესტებით გვაცნობს თავს, თითქოს არ უნდა, რომ შევამჩნიოთ. ჩვენი გონება და ქვეცნობიერი ყოველთვის აიძულებს სხეულს, შესაბამისად მოიქცეს. ემიმ ორი კატეგორია შექმნა: „გავლენიანი ადამიანის პოზა,“ რომელიც თამამია და ამას ჟესტიკულაციებშიც გვიჩვენებს და „სუსტი ადამიანის პოზა,“ რომელიც შებოჭილია და სურს, იყოს შეუმჩნეველი. შემდეგ ჩაატარა ექსპერიმენტი - მონაწილეები 2-2 წუთით ირგებდნენ როივე კატეგორიის პოზას. აღმოჩნდა, რომ „გავლენიანი ადამიანის პოზაში“ ყოფნისას მონაწილეებს ტესტოსტერონის დონე 20%-ით მოემატათ, ხოლო „სუსტი ადამიანის პოზაში“ ყოფნისას 20% მოაკლდათ. ეს ჰორმონალური ცვლილებები ჩვენს გონებას განაწყობს შესაბამისად - სხეულს როგორც მივმართავთ, ისეთი იქნება ჩვენი თვითშეფასებაც და შესაძლებლობებიც.

მომდევნო ექსპერიმენტი იყო ურთიერთობა - ორი ადამიანი ერთმანეთის პირისპირ დასვა, ერთი „გავლენიანის“ პოზაში, ხოლო მეორე „სუსტის.“ ეს ორი ადამიანი გარკვეულ თემებზე საუბრობდა და კამათობდა. შედეგი იყო ასეთი - „გავლენიანმა“ კამათში მოუგო, რადგან ტვინს ჰქონდა საშუალება უკეთესად ეაზროვნა და გარკვეული მაგალითებიც გაეხსენებინა. ეს ექსპერიმენტი ვაკანსიაზე გასაუბრების ფონზეც გაკეთდა და „გავლენიანი“ „სამსახურში იქნა მიღებული.“

იმისათვის, რომ გარშემო მყოფმა ადამიანებმა უკეთესი წარმოდგენა შეიქმნან თქვენზე, დაგაფასონ და ყურადღება მოგაქციონ, აუცილებელია ქვემოთ ნაჩვენები სურათებით იხელმძღვანელოთ და წარმატებაც გარანტირებულია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100