სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

10 იანვარის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ორიგინალური იდეებით ხართ აღსავსე და საქმეების მოგვარება, ახალი იდეების განხილვა, სპორტულ თამაშებში მონაწილეობა არ გაგიჭირდებათ. რომანტიკის გამო ფინანსური ხარჯის გაღება მოგიწევთ.

კურო
სურვილი გაგიჩნდებათ ავტორიტეტი მოიპოვოთ გარშემო მყოფებში. სასიამოვნო ცვლილებები გელით საკუთარ სახლში. კარგი დღეა სტუმრების მისაღებად, ოჯახური დღესასწაულის მოსაწყობად.

ტყუპი
სიახლეების, გართობის სურვილი გაგიჩნდებათ. კარგი დღეა ხუმრობებისა და ექსპერიმენტებისთვის. მოსალოდნელია ინფორმაციის სიმრავლე, გრძნობების მოზღვავება.

კირჩხიბი
დღეს ეკონომიას ვერ გასწევთ. მოსალოდნელია მადის მომატება, გაგიმძაფრდებათ ინტერესი ეგზოტიკური კერძებისადმი. გაინებივრეთ საკუთარი თავი მდიდრულ რესტორანში სადილით ან ძვირფასი აქსესუარები შეიძინეთ.

ლომი
დღეს თქვენი მთავარი მტერი სიზარმაცე იქნება. თუ მას დაძლევთ და ლიდერის თვისებებს გამოავლენთ, არ გაგიჭირდებათ ახალი და მიმდინარე პროექტების განხილვა. გეგმების განხორციელებისას ფულის ხარჯვაც მოგიწევთ.

ქალწული
მიმდინარე საკითხების მოგვარებისას მეტი კრეატიულობა გამოავლინეთ. ნუ გექნებათ გავლენიანი მეგობრების, თანამდებობის პირის იმედი. მეტი მზრუნველობა გმართებთ ბავშვებისა და მშობლების მიმართ.

სასწორი
კარგი დღეა ბიზნეს და სასიყვარულო საკითხებს მოსაგვარებლად. გაგიმძაფრდებათ ინტერესი მოდისა და სანახაობისადმი. ზოგიერთს ახალი სპონსორი, მფარველი გამოგიჩნდებათ.

მორიელი
ძალაუფლების, გამდიდრების სურვილი გაგიჩნდებათ. თუმცა, მოერიდეთ ავანტიურას, განსაკუთრებით, ფინანსურს. გაფრთხილდით, მოშურნეები გააქტიურდებიან.

მშვილდოსანი
დაფიქრდით სწავლის გაგრძელებაზე, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე, მოგზაურობაზე, პოლიტიკურ და სამეცნიერო კარიერაზე; გამოძებნეთ შემოსავლის ახალი წყარო.

თხის რქა
სარისკო საქმეები თქვენგან მეტ დაკვირვებას მოითხოვს. ზოგიერთი ფინანსურ ავანტიურაში ჩაერთვება. ოჯახური უსიამოვნება არასტანდარტულად მოაგვარეთ.

მერწყული
კარგი დღეა სიტყვით გამოსასვლელად. არ გაგიჭირდებათ საერთო ენის გამონახვა გარშემო მყოფებთან, გავლენიან ადამიანებთან. მოერიდეთ მეუღლესთან დაპირისპირებას ფინანსურ და იდეოლოგიურ საკითხებზე.

თევზები
განაახლეთ გარემო თქვენ გარშემო, ინტერიერი - ბინაში, პროგრამები - კომპიუტერში. ძველი უსიამოვნებების მოსაგვარებლად ახალი მეთოდები გამოიყენეთ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100