სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპი

მყარი ურთიერთობები თუ მსუბუქი ფლირტი? ახალი რომანი თუ განშორება? - რას გვიმზადებენ ვარსკვლავები მიმდინარე წელს? გაეცანით 2017 წლის სასიყვარულო ჰოროსკოპს.

ვერძი - ეს წელი ვერძებისთვის სასიხარულო და დადებითად დინამიური იქნება. თუმცა სასიყვარულო ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებებია მოსალოდნელი. შეიძლება ითქვას, რომ გრძნობებს ცეცხლი ნელ-ნელა უნელდება, ვერძს კი უფრო მეტი ჭირდება, ვიდრე რუტინული სიყვარული. შესაძლებელია, ახალი ურთიერთობებიც გაჩნდეს, უფრო სერიოზული, ამიტომ მოემზადეთ, წინ დიდი თავგადასავლები გელოდებათ.

კურო - 2017 წელი კუროებისთვის გარდამტეხია. შესაძლოა, მსუბუქი ფლირტი სერიოზულ გრძნობებში გადაიზარდოს. თქვენ იმაზე მეტად შეტოპავთ ღრმად, ვიდრე ამას გეგმავდით, ამიტომ თამაშიდან გასვლა არც ისეთი მარტივი იქნება. ეცადეთ, მართვის სადავეები თავად გეჭიროთ ხელთ, რათა სიტუაცია მარტივად აკონტროლოთ.

ტყუპები - უნდა იყოთ მზად იმისთვის, რომ პირად ცხოვრებაში გარკვეული პასუხისმგებლობა იტვირთოთ. თქვენ გაწუხებთ იმის შეგრძნება, რომ თავისუფლების ნაკლებობა გაქვთ, თუმცა საკმარისია სიტუაცია გადააფასოთ, რომ ყველაფერი მარტივად მოგვარდება, ამისთვის კი აუცილებელია პარტნიორთან გარკვეულ შეთანხმებებზე წახვიდეთ. წინ ძალიან საინტერესო სასიყვარულო ურთიერთობები გელოდებათ.

კირჩხიბი - თქვენთვის წლის პირველ ნახევარში სერიოზული ცვლილებები პირად ცხოვრებაში მოსალოდნელი არაა. შემოდგომიდან კი ახალ ურთიერთობებს უნდა ელოდოთ. მხურვალე და ფაქიზი გრძნობები ერთმანეთს შეენაცვლებიან პერიოდულად, რაც თქვენს დადებით განწყობაზეც აისახება. წლის ბოლოს კი ცოტა იმედგაცრუებაც არის მოსალოდნელი.

ლომი - თქვენ ამ წელს მრავალფეროვნებით დატვირთული ურთიერთობები გელოდებათ. თებერვლის ბოლოდან ახალ ნაცნობობას უნდა ელოდეთ, რაც მსუბუქ რომანში გადაიზრდება. აგვისტოს ბოლოს კი გარკვეული ურთიერთობები დაგავფიქრებთ იმაზე, თუ რამდენად გიღირთ გარკვეული ურთიერთობების გაგრძელება. მზად უნდა იყოთ ცვლილებებისათვის, რომელიც ამ წელს მრავლად გექნებათ.

ქალწული - ამ წელს თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენები მრავლად იქნება. თუ ძველი ურთიერთობა მოულოდნელად დასრულდება, ახლის დაწყებას სულ მალე შეძლებთ. შეგხვდებათ გარკვეული სირთულეებიც, რომლის გადალახვასაც დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხებთ. ეს სირთულეები საშუალებას მოგცემთ ყველა ურთიერთობა გადააფასოთ, ნუ აჰყვებით ემოციებს და ყველაფერს ცივი გონებით შეხედეთ.

სასწორი - წლის პირველი ნახევარი ძველი ურთიერთობების გაგრძელებას უნდა ელოდოთ. თქვენ მხოლოდ თქვენს პარტნიორზე ფიქრობთ, საკუთარ თავს კი მეორე პლანზე აყენებთ. გასცემთ ძალიან ბევრს, სანაცვლოდ კი ცოტას იღებთ. ძალიან უფრთხილდებით იმ ურთიერთობას, რომლის გამოც ნერვიულობა ნამდვილად არ ღირს. ივნისის დასაწყისიდან მოსალოდნელია ურთიერთობებში გარკვეული ცვლილებები, ეცადეთ ამჯერად მაინც დააყენოთ თქვენი თავი წინ. ზაფხულის ბოლოდან ელოდეთ ახალ ურთიერთობებს, მაგრამ სანამ ღრმად შეტოპავთ, ჯერ კარგად გაიაზრეთ, გიღირთ თუ არა ის აქციოთ მნიშვნელოვან მოვლენად. თქვენს ცხოვრებაში წარსულის ურთიერთობებიც იჩენს თავს.

მორიელი - წლის დასაწყისიდანვე მორიელებს გარკვეული სურვილების ასრულება ელოდებათ. მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ ოცნებებზე ხელი თითქმის ჩაქნეული გქონდათ, მოულოდნელად სიტუაცია სათქვენოდ შემოტრიალდება. თუმცა, შესაძლოა ამ ყველაფერმა თქვენში დაბნეულობა გამოიწვიოს და რეალობაში გარკვევა ცოტა გაგიჭირდეთ, ნუ შეშინდებით, ისარგებლეთ მომენტით და მართეთ თქვენს გარშემო შექმნილი მოვლენები თავად, ასე უფრო მეტი გამბედაობა შეგემატებათ და თავს მაქსიმალურად კარგად იგრძნობთ.

მშვილდოსანი - თქვენ დაიღალეთ მოსაწყენი ურთიერთობებით და ეძებთ რაღაც ახალს, რაც ცხოვრებას გაგიხალისებთ. თუმცა სერიოზული ურთიერთობები გაშინებთ და დინების მიმართულებით წყნარად სიარული გირჩევნიათ. მუდამ არჩევანის ზღვარზე ხართ და ცდილობთ, ზედმეტი ცვლილებებისკენ არ წახვიდეთ. ზაფხულის დასაწყისიდან მთელი რიგი არჩევანის წინაშე დადგებით და ბოლოს და ბოლოს მოგიწევთ საკუთარ პირად ცხოვრებაზე გარკვეული გადაწყვეტილება მიიღოთ, რაც გადრამტეხი იქნება თქვენთვის. მანამდე კი დრო გაქვთ იმაზე ფიქრისთვის, თუ როგორ გინდათ იცხოვროთ მომავალში.

თხის რქა - ბოლოს და ბოლოს დადგა პერიოდი, რომ თქვენს ურთიერთობებს თავისი სახელი დაარქვა. უნდა მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, ხართ თუ არა მზად ცხოვრებაში მომდევნო ეტაპისთვის. არჩევანი უნდა გააკეთოთ საყვარელ ადამიანსა და ერთჯერად რომანებს შორის, რაც არც თუ ისე ძნელია. მთავარია პირველ ეტაპზე საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ და გადაწყვეტილება გულის კარნახის ფონზე მიიღოთ.

მერწყული - მერწყულებს 2017 წელი სასიყვარულო ურთიერთობებში საკმაოდ მხურვალე მომენტებით ექნებათ დახუნძლული. გარკვეული ცვლილებები მხოლოდ დადებითის მომტანი იქნება, შესაძლოა ძველ ურთიერთობებს წერტილი დაესვას, თუმცა წინ ახალი და საინტერესო გელოდებათ. ნუ ჩაიქნევთ ხელს პირველივე იმედგაცრუებაზე და ნუ იტყვით უარს ახალ ნაცნობობაზე.

თევზები - დროა, კარგად დაფიქრდეთ, რას ელოდებით სიყვარულისგან და რისი მიღება გსურთ, რადგან ბევრ რამეზე გული გწყდებათ. ინიციატივა საკუთარ თავზე უნდა აიღოთ, გაარკვიეთ პარტნიორთან ყველა ის დეტალი, რაც თქვენს ურთიერთობას ძაბავს. არ შეგეშინდეთ განშორების, რადგან ეს ყველაფრის დასასრული არაა. ეცადეთ, მორიგ ახალ ურთიერთობებში განსხვავებულად მოიქცეთ და დაანახოთ თქვენს პარტნიორს რა გსურთ მისგან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100