სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაზოგეთ ენერგია, გარშემო მყოფების მიმართ მეტი დიპლომატიურობა, მეგობრულობა გმართებთ. კარგი დღეა ყოფილ სასიყვარულო და ბიზნესპარტნიორთან შესარიგებლად.

კურო
შეამცირეთ დატვირთვა, ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. მეტი დრო გაატარეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში. ძილის წინ სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ტყუპი
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. გადახედეთ უკვე შესრულებულს, შეაფასეთ მოვლენები. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. მოუმზადეთ საყვარელ ადამიანს სიურპრიზი. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა.

კირჩხიბი
სამსახურის საქმეებს ნაკლები, საოჯახოს კი მეტი დრო დაუთმეთ. შექმენით სახლში სიმყუდროვე. კარგი დღეა ურთიერთობის გასაუმჯობესებლად საყვარელ ადამიანთან, აპატიეთ ერთმანეთს. გაიხსენეთ წარსულიდან სასიამოვნო მომენტები.

ლომი
ნუ ეცდებით ახალი საქმეების დაწყებას, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. საქმიანი შეხვედრები მეგობრულ გარემოში დანიშნეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. ჩამოწერეთ სადღესასწაულო გეგმა.

ქალწული
მეტი თავისუფლება მიანიჭეთ საკუთარ თვს. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეებს. შეხვდით მეგობრებს, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. საღამოს ბავშვებთან ერთად იმხიარულეთ, სწავლასაც თამაშის ფორმა უნდა ჰქონდეს.

სასწორი
ზოგიერთს შვებულება, დასვენება მოუნდება. საქმიანი შეხვედრები არაოფიციალურ სიტუაციაში დანიშნეთ, იყავით მეტად დიპლომატიური. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
მეტად დაისვენეთ, მოდუნდით. დრო სასიამოვნო ადამიანების, სასიყვარულო პარტნიორის გვერდით გაატარეთ. თუ საქმეებს სხვა დღისთვის ვერ გადადებთ, მხოლოდ ადვოკატს, კომპანიონს ეკონტაქტეთ.

მშვილდოსანი
შეამცირეთ ოფიციალური შეხვედრები და კონტაქტები. შეხვდით მეგობრებს, ისაუბრეთ, განიტვირთეთ. დაგეგმეთ საახალწლო დღესასწაული. შეიძლება დიდი ხნის უნახავი ახლობელი გესტუმროთ.

თხის რქა
შეამცირეთ ატიურობა, არ დაიწყოთ ახალი საქმეები, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. გარშემო მყოფების მიმართ იყავით დიპლომატიური. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა.

მერწყული
კარგი დღეა ინტელექტუალური საქმიანობისთვის. დღეს გამოავლენთ თავისუფლებას, ორიგინალურ აზროვნებას, იქნებით მეგობრული, საყვარელი ადამიანის მიმართ - მზრუნველი. იფიქრეთ მოგზაურობასა და სწავლის გაგრძელებაზე.

თევზები
დაგეგმეთ სასიამოვნო ადამიანებთან შეხვედრა, საუბარი. წაიკითხეთ წიგნი, უყურეთ ფილმებს. ნუ ეცდებით მნიშვნელოვანი საქმეების შესრულებას. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100