სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85
ფასი - 1300 ლარი

26 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად; ყურადღება გმართებთ დეტალებისადმი. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

კურო
სასიამოვნო მომენტებით დატვირთული დღე გელით. საქმიან წინადადებებს მიიღებთ, აირჩიეთ საუკეთესო. თავს შეგახსენებენ დიდი ხნის უნახავი მეგობრები. საღამოს შეიძლება ნოსტალგიამ შემოგიტიოთ, გადაათვალიერეთ ძველი ფოტოები.

ტყუპი
წარმატებული დღე გელით, თუ ყურადღებით იქნებით, წარმატების შანსს არ გაუშვებთ ხელიდან. მოსალოდნელია სასიყვარულო პაემანი და თავგადასავლები. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
სიურპრიზებით მდიდარი დღეა მოსალოდნელი. წარმატება გელით პროფესიონალურ საქმიანობაში. დღის მეორე ნახევარი ნათესავებთან ურთიერთობას დაუთმეთ. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად მაღაზიებში გაიარეთ და გემრიელი ვახშამიც მოამზადეთ.

ლომი
დილიდანვე შეუდექით საქმეების, ვალდებულებების მოგვარებას. მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, საინტერესო შემოთავაზებები. საღამო მხიარულ, გარემოში გაატარეთ.

ქალწული
დღეს ისე გადაანაწილეთ, რომ ყველაფრისთვის - სამსახურის საქმეებისა და პირადი ცხოვრებისთვის დაგრჩეთ დრო. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს მოგიწყობთ.

სასწორი
საქმეებით დატვირთული დღე გელით. ზოგიერთს - საინტერესო საქმიანი შემოთავაზება. საღამო სტუმრების მიღებას, გართობას დაუთმეთ. მთავარია, ზომიერება დაიცვათ ალკოჰოლის სმის დროს.

მორიელი
მეგობრები მზად არ დაგეხმარონ და გამოიყენეთ ეს შანსი. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა და მოთმინება გმართებთ. საღამო მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
თავგადასავლებით მდიდარი საღამო გელით. მანამდე უნდა მოითმინოთ, საქმიანი შეხვედრები და დაწყებული პროექტების დასრულება გმართებთ. მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ, მაგრამ ავანტიურას მოერიდეთ.

თხის რქა
საქმეებით დატვირთული დღე გელით. სანამ კოლეგების ვალდებულებებს მოაგვარებდეთ, ჯერ საკუთარი დაასრულეთ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროსთან. საღამოს რომანტიკული პაემანი და სასიყვარულო საჩუქარი გელით.

მერწყული
პოზიტივით დატვირთული დღე გელით. თავადაც ღიმილიანი უნდა იყოთ გარშემო მყოფებს მიმართ. მუშაობისას მეტი მობილიზებულობა გმართებთ. საყვარელი ადამიანი დაქორწინებას შემოგთვაზებთ.

თევზები
მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. კოლეგები დაიხმარეთ და დაასრულეთ დაწყებული პროექტები. მეგობრებთან ერთად საღამოს მხიარულად გაატარებთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

სარეკლამო ადგილი - 26
685 x 250
ფასი - 1200 ლარი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100