სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შეიძლება თქვენი რეალური ნიშანი არ იცოდეთ - ნასამ ზოდიაქოს ნიშნები განაახლა

ნასამ ზოდიაქოს ნიშნები განაახლა. თუ აქამდე, მაგალითად, მერწყული იყავით, დღეიდან შეიძლება თხის რქა აღმოჩნდეთ. ამ ინფორმაციის თანახმად, მოსახლეობის 86-მა პროცენტმა არასწორად იცოდა თავისი ზოდიაქოს ნიშანი. როგორც ნასაში ამბობენ, ბოლო 2-3 ათასი წლის მანძილზე დედამიწის დახრილი პოზიციის გამო ვარსკვლავებმა განლაგება შეიცვალეს. ჰოროსკოპის ცვლილიებაც ამან გამოიწვია. გარდა ამისა, ახალი, მეცამეტე ნიშანიც, გველისმჭერიც დაემატა ზოდიაქოს.

განახლებული ნიშნები კი ასე გამოიყურება:

თხის რქა - 20 იანვარი - 16 თებერვალი
მერწყული - 16 თებერვალი - 11 მარტი
თევზები - 11 მარტი - 18 აპრილი
ვერძი - 18 აპრილი - 13 მაისი
კურო - 13 მაისი - 21 ივნისი
ტყუპები - 21 ივნისი - 20 ივლისი
კირჩხიბი - 20 ივლისი - 10 აგვისტო
ლომი - 10 აგვისტო - 16 სექტემბერი
ქალწული - 16 სექტემბერი - 30 ოქტომბერი
სასწორი - 30 ოქტომბერი - 23 ნოემბერი
მორიელი - 23 ნოემბერი - 29 ნოემბერი
მშვილდოსანი - 29 ნოემბერი - 17 დეკემბერი
გველისმჭერი - 17 დეკემბერი - 20 იანვარი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100