სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რატომ არ შეიძლება ობობების მოკვლა

ობობები რელიგიაში:

რთულია კონკრეტული პასუხის გაცემა კითხვაზე "რატომ არ შეიძლება ობობების მოკვლა?". არსებობს ამ აზრის წარმოშობის რამდენიმე ვერსია. ერთ-ერთი ლეგენდის მიხედვით, ერთი ადამიანი გაურბოდა მდევრებს და მღვიმეში დაიმალა. როდესაც მდევრებმა ნახეს, რომ მღვის გარშემო ობობის სქელი ქსელი იყო მოდებული, მათ გადაიფიქრეს მღვიმის შემოწმება. მძინარე ადამიანის სახით ქრისტიანობაში გვევლინება პატარა იესო და მისი წმინდა ოჯახი, ისლამში - მუჰამედი, იუდაიზმში - მოსე. ლეგენდის არსი: სწორედ ობობაზე იყო დაკისრუებული მნიშვნელოვანი მისია, რომელსაც მან შესანიშნავად გაართვა თავი. ასეთი დახმარების გამო, ღმერთმა უბრძანა ადამიანებს, რომ პატივი ეცათ და დაეცვათ ეს პატარა არსებები.
თანამედროვე სამყაროში ადამიანები შორს არიან რელიგიისგან, თუმცა მათ მოიგონეს საკუთარი განმარტებები. ითვლება, რომ ობობებს მოაქვთ ჩვენს სახლში ბედნიერება და კეთილდღეობა. ბედნიერება შეიძლება გამოიჭირო მოქსოვილ ლამაზ ქსელში, რომელიც პატარა ფეხსახსრიანი არსების მიერ არის მოქსოვილი. თუ ობობას მოკლავ, მაშინ ის და მისი "ნათესავები" შეწყვეტენ ქსელების ქსოვას, და ბედნიერება ვეღარ გაებმევა მასში.

ობობები მედიცინასა და მეცნიერებაში:

როგორც ცნობილია, ძველ დროში ყვაოდა ხალხური მედიცინა. მკურნალები წამლების სახით ხშირად იყენებდნენ ობობებს. მათ იყენებდნენ ყივანახველას, სიყვითლის და ციებ-ცხელების სამკურნალოდ. გარდა ამისა, პატარა ჭრილობაზე ობობის ქსელის მდიებით, მკურნალები, როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, აჩერებდნენ სისხლდენას.
ობობების საფუძველზე დამზადრებული ძველი "წამლების" მიუხედავად, თანამედროვე მეცნიერებამ არ დაადასტურა მათი სასწაულებრივი მოქმედება.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმრავლესობას აქვს შიში ობობების მიმართ, ისინი ადამიანისთვის არანაირ ხიფათს არ წარმოადგენენ, ყველაზე შხამიანი ობობაც კი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ესხმიან თავს ადამიანებს, როდესაც მათ ინსტიქტურად თავის დაცვა უწევთ. ობობები ჩვენი სახლის ერთგულ მცველებად ითვლებიან და წარმატებით ანადგურებენ ადამიანისთვის მავნებელ მწერებს(ზოგჯერ მღრღნელებსაც კი).
არსებობს კიდევ ერთი ახსნა, თუ რატომ არ შეიძლება ობობების მოკვლა. არსებობს ცრურწმენა, რომ თუ ობობა უეცრად თავზე დაგახტა, ამ მოვლენას მოაქვს საჩუქრები ან ახალი ამბები. გამოდის, რომ მათი მოკვლით ვკარგავთ მორიგ ცხოვრებისეულ საჩუქარს ან ახალ ამბავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100