45 ცხოვრებისეული გაკვეთილი 90 წლის ქალისგან

ამერიკელი ქალბატონის, რეჯინა ბრეტის ძალიან ცნობილი პოსტი, რომელმაც თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა.

„45 წლის რომ გავხდი, შევადგინე ცხოვრების მიერ ჩემთვის მოცემული გაკვეთილების სია, რომელიც 45 პუნქტისგან შედგება. ეს ჩემი ყველაზე მოთხოვნადი სტატია გახლდათ და დღეს როდესაც 90 წლის ვარ ამ სიას კიდევ ერთხელ ვაქვეყნებ.

1.ცხოვრება უსამართლოა, მაგრამ მაინც კარგი რამ გახლავთ.

2.თუ ეჭვი გეპარება, გადადგი კიდევ ერთი ნაბიჯი წინ.

3.ცხოვრება ზედმეტად ხანმოკლეა იმისათვის, რომ სიძულვილში დახარჯო.

4.სამსახური ვერ მოგივლის როდესაც ავად ხარ. ამას შენი მეგობრები და მშობლები გააკეთებენ, ამიტომ გაუფრთხილდი მათ.

5.ყოველთვიურად გადაიხადე საკრედიტო ვალები

6.არ არის აუცილებელი ყველა კამათის მოგება. დაეთანხმე ან არ დაეთანხმო

7.იტირე ვინმესთან ერთად, ეს უფრო უკეთ კურნავს ვიდრე ტირილი მარტოობაში

8.დასაშვებია გაბრაზდე ღმერთზე. ის გაგიგებს

9.დააგროვე პენსიისთვის პირველივე ხელფასიდან

10.როდესაც საქმე მიდგება შოკოლადზე აქ წინააღმდეგობის გაწევა უაზრობაა

11.შეეგუე შენს წარსულს რათა ის არ გახდეს შენი მომავლისთვის ხელისშემშლელი ფაქტორი

12.შეგიძლია თავს ტირილის უფლება მისცე შენი შვილების თანდასწრებით

13.არ შეადარო შენი ცხოვრება სხვისას. შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რისი გადატანა უწევთ სხვებს სინამდვილეში

14.თუ ურთიერთობა საიდუმლო უნდა იყოს, მაშინ არ ღირს მასში მონაწილეობა

15.ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს წამში, მაგრამ არ ინერვიულო, ღმერთი არასოდეს ხუჭავს თვალს

16.ღრმად ჩაისუნთქე, ეს ფიქრებს აწყნარებს

17.გათავისუფლდი ყველაფრისგან რაც არ არის სასარგებლო, ლამაზი ან სახალისო

18.რაც არ კლავს აძლიერებს

19.არასოდეს არ არის გვიან გქონდეს ბედნიერი ბავშვობა, მთავარია იცოდე რომ მეორე ბავშვობა შენზეა დამოკიდებული

20.როდესაც დგება მომენტი, როდესაც შენ უნდა მიჰყვე იმას რაც ნამდვილად გიყვარს, არ თქვა სიტყვა „არა!“

21.დაანთე სანთლები, იძინე კარგ ზეწარზე, ატარე ლამაზი თეთრეული. არაფერი არ შეინახო გამორჩეული შემთხვევისთვის, ეს გამორჩეული შემთხვევა დღევანდელი დღეა.

22.მოემზადე ყველაფრისთვის ზედმეტად კარგად და მერე რაც გინდა ის ყოფილა

23.იყავი ექსცენტრიული ახლა. ნუ დაელოდები სიბერეს იმისათვის, რომ მკვეთრი წითელი ფერის ტანსაცმელი ჩაიცვა.

24.სექსში ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ორგანო ტვინია

25.არავინ შენს გარდა არ არის პასუხისმგებელი შენს ბედნიერებაზე

26.ნებისმიერი ე.წ. კატასტროფის დროს საკუთარ თავს დაუსვი შეკითხვა „იქნება კი ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი 5 წლის შემდეგ?“

27.ყოველთვის აირჩიე ცხოვრება

28.აპატიე ყველას და ყველაფერი

29.ის რასაც სხვები შენზე ფიქრობენ შენ არ უნდა გადარდებდეს

30.დრო თითქმის ყველაფერს კურნავს ამიტომ მიეცი დროს დრო

31.არა აქვს მნიშვნელობა სიტუაციუა ცუდია თუ კარგი, მნიშვნელოვანია ის, რომ სიტუაცია ყოველთვის იცვლება

32.ნუ აღიქვამ საკუთარ თავს სერიოზულად, ამას არავინ აკეთებს

33.გჯეროდეს სასწაულების

34.ღმერთს შენ უყვარხარ იმიტომ რომ ის ღმერთია და არა იმიტომ რომ შენ რაიმე გააკეთე ან არ გააკეთე

35.არ არის საჭირო ცხოვრების შესწავლა. შენ ჩნდები ცხოვრებაში და აკეთებ იმდენს რამდენსაც ასწრებ

36.სიბერე ბევრად უფრო უკეთესი ალტერნატივაა ვიდრე სიკვდილი ახალგაზრდა ასაკში

37.შენს შვილებს მხოლოდ ერთი მომავალი აქვთ

38.ერთადერთი რაც საბოლოო ჯამში არის აზრისმატარებელი - ეს არის ის ფაქტი, რომ შენ განიცადე სიყვარული

39.ყოველდღიურად წადი სასეირნოდ, სასწაულები ყველგან ხდება

40.ჩვენ რომ შეგვეძლოს ყველა ჩვენი პრობლემის მუჭში მოქცევა და სხვის პრობლემებთან შედარება, ჩვენ აუცილებლად საკუთარ პრობლემებს ავირჩევდით

41.შური - ეს არის დროის ფუჭად ხარჯვა. შენ ისედაც გაქვს ყველაფერი რაც გჭირდება

42.ყველაფერი საუკეთესო წინ გელოდება

43.არა აქვს მნიშვნელობა როგორ გრძნობ თავს, ადექი, ჩაიცვი და გადი ხალხში

44.დათმე

45.მართალია ცხოვრება ლამაზად არ არის შეფუთული, მაგრამ ის მაინც საჩუქარია

კომენტარი