სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 ყველაზე პოპულარული გამონათქვამი მთელს მსოფლიოში

გთავაზობთ ცნობილი ადამიანების იმ გამონათქვამებს, რომლებიც გუდრიდსის მონაცემებით ინტერნეტში ყველაზე პოპულარულია.

პირველი ადგილი დაიკავა ამერიკელი მწერლისა და კომიქსების მხატვრის დოქტორ სეუსის სიტყვებმა. „ნუ იტირებ იმის გამო, რომ ეს თამთავრდა, გაიღიმე იმიტომ, რომ ეს იყო.“

მეორე პოზიციაზეა კინოვარსკვლავისა და სამყაროს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, სექსუალური და იდუმალი ქალის, მერლინ მონროს გამონათქვამი. „მე ვარ ეგოისტი, აუტანელი, საკმაოდ სახიფათო. მე ვუშვებ შეცდომებს, ვკარგავ კონტროლს საკუთარ თავზე. მაგრამ თუ თქვენ ვერ აიტანთ ჩემს უარყოფით მხარეებს, მაშინ დარწმუნებული ვარ, თქვენ არ მიმსახურებთ მე ჩემი კარგი მხრიდან“

საპატიო სამეულში მოხვდა ამერიკელი ფინანსისტის ბერნარდ ბარუჩის სიტყვებიც. „იყავი ის ვინც ხარ და თქვი რასაც გრძნობ, რადგან ვინც აზროვნებს მას ეს არ ადარდებს და ვისაც ადარდებს ის ვერ აზროვნებს“

მეოთხე პოზიციაზეა ბევრისთვის საყვარელი მწერლის ოსკარ უაილდის სიტყვები. „იყავი საკუთარი თავი, სხვა დანარჩენი უკვე დაკავებულია.“

პოპულარული გამონათქვამების მეხუთე პოზიციაზეა მწერალ უილიამ პარკლის გამონათქვამი „უნდა იცეკვო ისე თითქოს არავინ გიყურებს, გიყვარდეს თითქოს არასოდეს გტკენია გული, იმღერო ისე თითქოს არავინ გისმენს და იცხოვრო ისე თითქოს შენ ხარ სამოთხეში დედამიწაზე.“

მეექვსე ადგილი ალბერტ აინშტაინის სიტყვებს ხვდა წილად. „მხოლოდ ორი რამ არის უსასრულო: სამყარო და ადამიანის სისულელე. და სამყაროსთან დაკავშირებით მე ბოლომდე დარწმუნებული არ ვარ.“

მეშვიდე ადგილზე ისევ დოქტორ სიუსის სიტყვებია. „როდესაც შეყვარებული ხარ, ვეღარ იძინებ, რადგან რეალობა როგორც იქნა იმაზე უკეთესია ვიდრე სიზმრები“

მერვე პოზიცია ამერიკელი მუსიკოსის ფრენკ ზაპას სიტყვებს ხვდა წილად. „რამდენი წიგნია და რა ცოტა დრო.“

მეცხრე ადგილზეა შავ-თეთრი კინოს ვარსკვლავი, ამერიკელი ქალბატონის მაი ვესტის გამონათქვამი. „ჩვენ მხოლოდ ერთხელ ვცხოვრობთ, მაგრამ თუ სწორად იცხოვრებ მაშინ ერთხელ საკმარისია“

ათეულის ბოლო პოზიციას კი რომაელი მოაზროვნის ციცერონის სიტყვები იკავებს „ოთახი წიგნების გარეშე იგივეა რაც სხეული სულის გარეშე“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100