სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საფრთხე, რომელიც ქალს ზაფხულში ემუქრება…

ზაფხულის მზის აქტიურობა ქალბატონების უმრავლესობას საცურაო აუზებისა და ზღვის კურორტებისკენ უბიძგებს დასასვენებლად და გასარუჯად.

აქტიურ დასვენებას რა სჯობს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებს აუზზე თუ ზღვაზე სიამოვნებასთან ერთად გარკვეული საფრთხეებიც შეიძლება ელოდებოდეთ.

დასვენებისა და ზაფხულის “რელაქსის” შემდეგ ხშირად ჩნდება პრობლემები, რომელთა გამოც ქალს ექიმ-გინეკოლოგთან ვიზიტი და ზღვისა და აუზის შემდგომ გაჩენილი ინფექციების გამო მკურნალობა უწევს. რა შეიძლება იყოს ამ პრობლემების მიზეზი? ხშირ შემთხვევაში დამნაშავე სოკოვანი და ბაქტერიული ინფექციებია, რომლებსაც თეთრად შლა, ქავილი, წვა თუ დისკომფორტი ახასიათებთ. თუ ქალმა დროთა განმავლობაში ყურადღება არ მიაქცია არსებულ მდგომარეობას, სიტუაცია შეიძლება კიდევ უფრო გართულდეს და ისეთ პრობლემებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა, მაგალითად, საშვილოსნოს დანამატების ანთებითი დაავადებები და აქედან გამოწვეული სხვა გართულებები: შებერილობა, საკვერცხეების ტკივილი და სხვა.

მინდა, შემოგთავაზოთ რამდენიმე სასარგებლო რჩევა, რომელიც ექიმთან არასასურველ ვიზიტს აგარიდებთ: თავი შეიკავეთ ინტიმური დეზოდორანტების გამოყენებისაგან, ნუ გამოიყენებთ პარფიუმერულ საპნებს, არომატიზირებულ საფენებს, და ნუ გამოიყენებთ ტამპონებს. დაიცავით პირადი ჰიგიენის ელემენტარული წესები. უპირატესობა მიანიჭეთ ნატურალურ “მსუნთქავ” საცვლებს, სინთეტიკური თეთრეული ხომ ვენტილაციას აძნელებს. დიდხანს არ გაიჩეროთ სველი საბანაო კოსტიუმი, რადგან თბილი და ტენიანი გარემო ხელს უწყობს სოკოვან-ბაქტერიული ანთებითი პროცესის აღმოცენებას.

პროფილაქტიკის მიზნით კი აუზზე ან ზღვაზე ყოფნის პერიოდში შეიძლება მიმართოთ ისეთი ანტისეპტიკური (გამწმენდი) საშუალებების გამოყენებას, რომლებიც თქვენს ორგანიზმში არსებულ ნორმალურ მიკროფლორას არ თრგუნავენ და სასქესო ორგანოებს წმენდენ მხოლოდ არასასურველი პათოლოგიური ბაქტერიებისაგან. ასეთი პრეპარატებიდან შეიძლება გამოვყოთ, გერმანული კომპანია STADA-ს პრეპარატი ჰექსიკონი, რომლის აქტიური ნივთიერება დროით კარგად გამოცდილი ანტისეპტიკია და რომელიც გამირჩევა მაღალეფექტურობით, მაქსიმალური უსაფრთხოებითა და ხელმისაწვდომობით. ჰექსიკონი იმდენად უსაფრთხოა, რომ მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება ორსულობის პირველივე თვეებიდანაც კი, მშობიარობამდე და ლაქტაციის პერიოდის ჩათვლით (რაც ბევრი ვაგინალურად სახმარი საშუალებისათვის არ არის დასაშვები) – როცა აუზსა და ზღვაზე ყოფნის სურვილი დიდია, მაგრამ დაინფიცირების საფრთხეც არსებობს… ასევე არ არის შეზღუდული წლის მანძილზე პროფილაქტიკის მიზნით ჰექსიკონის გამოყენების ხანგრძლივობა და ჯერადობა…

ჰექსიკონი და მისი მსგავსი სხვა პრეპარატები კიდევ ერთი პრობლემის, კერძოდ, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების თავიდან აცილებასა და მკურნალობაშიც დაგეხმარებათ. ასეთი პრეპარატები ეფექტურია და პროფილაქტიკისთვისაც გამოგადგებათ ისეთი მიკროორგანიზმებისა და ბაქტერიების წინააღმდეგ, როგორიცაა: ტრეპონემა, ქლამიდია, ურეოპლაზმა თუ ტრიქომონა. ნებისმიერი სპეციალისტი გეტყვით, რომ ჩამოთვლილ მიკროორგანიზმებს მეტად სერიოზული პრობლემების გამოწვევა ძალუძთ.

დაგვეთანხმებით, გაცილებით ადვილია ჰექსიკონით და სხვა მსგავსი პრეპარატებით ჩატარებული ნაკლებხარჯიანი პროფილაქტიკის გზით თავიდან აიცილოთ ამა თუ იმ დაავადების განვითარება, ვიდრე შემდგომში ჩაიტაროთ ხანგრძლივი, ძვირი და რთული მკურნალობა… თანაც შეუძლებელია იმის წინასწარ თქმა ან განსაზღვრა, თუ რა შედეგებით შეიძლება დასრულდეს ეს უკანასკნელი ქალბატონისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100