მეცნიერები 90/60/90-ს უარყოფენ, რომელია ქალის იდეალური პარამეტრები სინამდვილეში?

ქალის იდეალური პროპორციები 90-60-90 სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის მავნებელია, - ამტკიცებენ მეცნიერები და იდეალური სხეულის ახალ ფორმულას გვთავაზობენ.

ბრიტანული უნივერსიტეტის, Oxford Brookes-ის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ წელის გარშემოწერილობა უნდა უტოლდებოდეს ქალის სიმაღლის ნახევარს. ამიტომაც ქალის წელის იდეალური გარშემოწერილობა – 80-85 სანტიმეტრია.

ამასთან, ადამიანის სიმაღლისა და მისი წელის გარშემოწერილობის შეფარდების ფორმულა ბევრად ზუსტი ინდიკატორია წონის პრობლემების დროს, ვიდრე, მაგალითად, სხეულის მასის ინდექსი.

მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ იდეალური პროპორციები 90-60-90 ჯანმრთელობის გარანტი სულაც არ არის და პირიქით, ზედმეტი 5-7 კილოგრამი ქალის სიცოცხლეს ახანგრძლივებს. ასე რომ, ოდნავ ტანსრული ქალბატონები იდეალური ფორმების მქონე მოდელებსა და ზედმეტწონიანებზე მეტხანს ცოცხლობენ.

კომენტარი