სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თუ დამეწიე, შენი ვარ"- ყველაზე "კრეატიული" გასახდომი მეთოდი

კაცი რეკავს კომპანიაში და უკვეთავს 5 დღიან პროგრამას, რომლის საშუალებითაც 10 ფუნტის (1ფ=0,45კგ) დაკლება სურს. მეორე დღეს ზარია და კართან ძალიან მაგარი ათლეტური აღნაგობის შიშველი გოგონა დგას, რომელსაც მხოლოდ "ნაიკის" ბოტასები აცვია და კისერზე რაღაც ნიშანი აქვს. ის წარუდგენს კაცს თავს, როგორც კომპანიის წარმომადგენელი. ნიშანი რომელიც მას აქვს ასე იკითხება: "თუ დამეწიე, შენი ვარ" რამდენიმე წამში კაცი მირბის, რომ გოგონას დაეწიოს... დიდი ხნის სირბილისა და დაღლის შემდეგ ეშვება დევნას... ასე გრძელდება 5 დღე. 5 დღის მერე კაცი იწონება და შედეგი სახეზეა, მას 10 ფუნტი აქვს დაკლებული.

მაგრამ ის ამით აღარ კმაყოფილდება. რეკავს იმავე კომპანიაში და უკვეთავს 5 დღიან პროგრამას, რომლის საშუალებითაც 20 ფუნტის დაკლება სურს. მეორე დღეს კვლავ ზარია და კართან ულამაზესი ქალი დგას, რაც კი მას ცხოვრებაში უნახავს. მასაც არაფერი აცვია გარდა უმაგრესი "რიბოკის" ბოტასებისა და მასაც ანალოგიური ნიშანი აქვს: "თუ დამეწიე, შენი ვარ". ასე რომ კაცი ყველაფერს აკეთებს, რომ ქალს დაეწიოს... 5 დღის ამაო მცდელობის შემდეგ ის იწონება და შედეგიც სახეზეა. მას სანატრელი 20 ფუნტი დაკლებული აქვს.

ამ ყველაფრის მერე კაცი უფრო და უფრო მონდომებული ჩანს... რეკავს კომპანიაში და უკვეთავს 7 დღიან პროგრამას 50 ფუნტის დასაკლებად... მეორე დღეს კართან ხვდება შიშველი, მაგრამ ახლა ათლეტური აღნაგობის, კუნთიანი მამაკაცი, მასაც მხოლოდ ბოტასები აცვია და აწერია: "თუ დაგეწიე ჩემი ხარ"

ამ კვირას კაცმა 63 ფუნტი დაიკლო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100