სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 რჩევა, მათ ვისაც სურს იცოდეს კარგი ფლირტი

გთავაზობთ ფსიქოლოგების მიერ შემუშავებულ 10 რჩევას, მათთვის ვისაც სურს ფლირტის დიდოსტატი იყოს. რამდენად მოერგება ქართულ რეალობასა და ხასიათს უცხოელი ფსიქოლოგების მოსაზრებები ეს თქვენ გადაწყვიტეთ, ჩვენ კი ათივე რჩევას უბრალოდ გიზიარებთ.

რჩევა N10: იფლირტავეთ პოზიტიური განწყობით. კარგი მოფლირტავე არ არის მშიშარა, ის როგორც წესი საკუთარ თავში დარწმუნებულია, მიბაძეთ მას, ოღონდ არ დაგავიწყდეთ პოზიტიური განწყობა.

რჩევა N9: დაიწყეთ საუბარი პირველმა. მისალმება საუბრის დასაწყებად საუკეთესო ვრიანტია. შემდეგ ისაუბრეთ იმ ყველაფერზე რაც მოცემულ მომენტში თქვენს გარშემოა, დასვით შეკითხვა, სთხოვეთ დახმარება რაიმე ელემენტარულ საკითხთან დაკავშირებით ან უბრალოდ გამოთქვით საკუთარი პოზიცია.

რჩევა N8: ფლირტისგან მიიღეთ სიამოვნება. იყავით მხიარული, უდარდელი და არა ნაძალადევი. გაუკეთეთ დემონსტრირება თქვენს ტალანტს, მაგალითად იუმორის გრძნობას.

რჩევა N7: აქტიურად გამოიყენეთ აქსესუარები. ნუ გამოხვალთ სახლიდან „რეკვიზიტების“ გარეშე. ფლირტისთვის საუკეთესო აქსესუარად შინაური ცხოველი ითვლება, ასევე ამართლებს საინტერესო წიგნი ან ჟურნალი, უცხო სამკაული და ა.შ. მთავარია აქსესუარმა ყურადღება მიიქციოს და საუბრის აწყობას შეუწყოს ხელი.

რჩევა N6: თავი ისე იგრძენით, როგორც საკუთარ სახლში. ნებისმიერ ღონისძიებაზე მოიქეცით ისე თითქოს თქვენ სულაც არ ხართ სტუმარი, ნუ დაჯდებით სადღაც კუთხეში, იყავით აქტიური და მოექეცით ყურადღების ცენტრში.

რჩევა N5: გადადგით პირველი ნაბიჯი. თუ ადამიანის ახლოს გაცნობა გსურთ, მიდით მასთან გაუკეთეთ კომპლიმენტი ან უბრალოდ მიესალმეთ, დაამყარეთ კონტაქტი მზერით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ თავს უმოქმედობის უფლება.

რჩევა N4: მოუსმინეთ. თქვენ 2 ყური და ერთი პირი გაქვთ, რაც იმას ნიშნავს, რომ იმაზე ორჯერ მეტი უნდა მოისმინოთ ვიდრე საუბრობთ. ივარჯიშეთ და ისწავლეთ მოსმენა, ეს არამხოლოდ ფლირტის დროს არამედ ზოგადად ცხოვრებაში გამოსადეგი უნარია.

რჩევა N3: მზერითი კონტაქტის დამყარება. სასურველი ობიექტის შემჩნევისთანავე დაიწყეთ ზრუნვა იმაზე, რომ თქვენი თვალები ერთმანეთს შეხვდეს, ოღონდ გახსოვდეთ თქვენი მზერა ნაზი და თბილი უნდა იყოს. დაძაბული გამოხედვა ან სხვა ემოცია ყველაფერს გააფუჭებს.

რჩევა N2: უთხარით კომპლიმენტები. ამით თქვენ გააკეთებთ მინიშნებას, იმის შესახებ, რომ თქვენ მის გარეგნობასა თუ მანერებში ყველა დეტალს ამჩნევთ. თუმცა აუცილებელია, გულწრფელი იყოთ. გულწრფელ კომპლიმენტებს საოცრად ეფექტური შედეგების მოტანა შეუძლია.

რჩევა N1: გაიღიმეთ! ღიმილი გადამდებია, გარდა ამისა ის თქვენ დიალოგისთვის უფრო გაგხნით. აუცილებლად სცადეთ! ღიმილი ადამიანის სახეს ანათებს და მაგნიტივით მიმზიდველია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100