მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"   MEDIA HOLDING "DRONI.GE"
რეკლამა Droni.ge-ზე, სპეციალური ფასები: 599 877 901
სარეკლამო ბანერების ფასები
სარეკლამო ადგილი - 31
200 x 500
 კალენდარი
ორშ სამშ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
272812345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112
ბლოგები
ნა­ხე­ვარ­ქ­ვე­ყა­ნა
ახლა კითხულობენ

სიყვარულის ანტონიმი სიძულვილი კი არა გულგრილობა გახლავთ  

ვაჯრაიანა – ბუდიზმის ტანტრული მიმართულება  

"დიდი მადლობა, მიყვარხართ"-თამთა გოდუაძის შეხვედრა ქართველ ფანებთან (ვიდეო)  

ეს კაბები 2014 წლის ერთ-ერთ საუკეთესო კოლექციად აღიარეს (ფოტო)  

"მოვკალი, რადგან ბავშვს აუპატიურებდა" (ვიდეო)  

ერთი ლექსით თქმული სათქმელი: აკაკის „გურული ნანა“  

ნინო მიქიაშვილი საყდრისის გადარჩენის კომიტეტის დაფინანსებაზე ალაპარაკდა  

დათო ევგენიძე თვითმფრინავის ბიჭებსა და ტრაგედიის დეტალებზე  

მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე შშმ პირთა ცენტრს ეწვია  

წმინდა მამათა გამონათქვამები  

მიხეილ სააკაშვილის კომენტარი სანდრა რულოვსის გულახდილ ინტერვიუსთან დაკავშირებით 

საბედისწერო რიცხვი "13" დიდი კომპოზიტორის ვაგნერის ცხოვრებაში 

მსოფლიოს 5 ყველაზე მდიდარი და ბიზნესში წარმატებული ქალი 

როგორ შეცვლიან ელექტრომობილები სამყაროს 

„თეგეტა მოტორსმა“ ბაქოში ფილიალი გახსნა! 

ზამთრის დიდი ფასდაკლება კიაში 
ბლოგები / თამარ გუჩუა

მერე კარგა ხანს გამყვა ხიდების შიში...
13.09.2011

ხიდების შიში

სექტემბერში დავიბადე, თუმცა ახლა ამაზე სულაც არ ვწერ, მითუმეტეს, რომ დაბადების დღეები არ მიყვარს - კალენდარული დღესასწაულები, რომელიც მაიძულებს, კარგ განწყობაზე ვიყო. არაფერი არ მიყვარს, რაც რაიმეს მაიძულებს, მითუმეტეს განწყობას.

არადა ცხრა წლამდე მიყვარდა. ადრე რაღაცნაირად ფერადი და სხვანაირი იყო. იმ სექტემბრამდე, სანამ აფხაზეთს დავტოვებდით.

მაშინ ცხრა წლის ვხდებოდი. სახლში  სუფრა კი გამიშალეს, მაგრამ არ ჩანდნენ სტუმრები  - მოსალხენად არავის ეცალა და ძველებურად არც არავის გავხსენებივარ. იმ დღეს არც პიანინოზე დაკვრა უთხოვია ვინმეს და არც მე განმიცდია შეზარხოშებული და აცეკვებული უფროსებისგან მოსმენილი ქებით გამოწვეული თვითკმაყოფილება.

მთელი დღე, საათობით ვიდექი ფანჯრის მინაზე ცხვირმიჭყლეტილი და ვუყურებდი  წასასვლელად აბარგებულ ადამიანებს - ცნობიმოყვარეობა მკლავდა.

ის იყო, დროდადრო ცაზე წითელი ბურთები თუ გადაიფრენდნენ ხოლმე და მეც ხალისით ვითვლიდი მათ. მინდოდა, რაც შეიძლებოდა, ბევრი ყოფილიყო. მაშინ არ მესმოდა, რომ ის „წითელი ბურთები“ სოხუმს და მიმდებარე ქალაქებს ბომბავდნენ, თურმე...

შიგადაშიგ მინები მსხვრევით ეცლებოდნენ ფანჯრის ჩარჩოებს,  რომლებიც დაღამებულზე,  სიცივისგან თავდასაცავად, მუშამბებით იჭედებოდნენ და მერე უკვე გარეთ გასახედიც აღარ იყო. ასე დაბურულ ოთახში სიმყუდროვეც მომწონდა, მეგონა, ვისაც ასეთი ფანჯრები გვქონდა, ყველანი უსაფრთხოდ ვიყავით.

იმ ღამით მშობლების მიერ გაღვიძებაც მახსოვს და კიდევ ის, რომ ძალიან, ძალიან ციოდა. უფროსებს ეგონათ, რომ საზღვრისპირა სოფელში სტუმრად წასვლა რამდენიმე დღეს თუ გასტანდა მხოლოდ:  გვისტუმრებდნენ ბავშვებს და ქალებს.

დედამ რამდენიმე ძვირფასი ნივთის წამოღება გადაწყვიტა, მამამ იუარა: სახლში არაფერი არიოთ, ხელი არაფერს ახლოთ, ყველაფერი წესრიგში დამიტოვეთო.

და ასეც დავტოვეთ: ლოგინი - გასწორებული, სახლი - დალაგებული.

მე ჩემი თოჯინების გარეშე წასვლა გავაპროტესტე და ავიბარგეთ  ჩვენც: ცოტა თბილი ტანსაცმლით და დიდი ფუთა სათამაშოებით. ასე ჩავდექით აფხაზეთიდან წამსვლელთა გრძელ ჯაჭვში.

ენგურის ხიდზე ავტომობილების კოლონა კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ, ერთ ადგილას მანქანაში საათობით ჯდომა აუტანელი იყო, ამიტომ დედამ ხელი ჩაგვკიდა მე და ჩემს პატარა დას და მთელი ხიდი ასე გამოვიარეთ, ფეხით. მას მერე კარგა ხანს გამყვა ხიდების შიში. მეგონა, რომ ენგური ამდენს ვერ გაუძლებდა და ყველას ერთად წყალი წაგვიღებდა.

ასე გავხდი იმ დღეს დევნილი, ასე გახდა სექტემბერი  დაკარგვისა და დატოვების სიმბოლო.

---------

მაშინ, როგორც ბავშვს,  გულწრფელად მჯეროდა, რომ სადაბადებისდღეო ტორტზე ანთებულ სანთლებს მართლა შეეძლოთ ჩაფიქრებული სურვილების ახდენა.

მჯერა თუ არა ახლა?

მაშინ ცხრა წლის ვიყავი, ახლა უკვე სამჯერ დიდი ვარ.

კომენტარი     ბეჭდვა  

თამთა2011-09-13 20:14:19
ძალიან მაგარი სტატიაა ბევრ რამეზე დაგვაფიქრებს:( და მაინც ისე ვერავინ მიხვდება იმ წუთებს და დღეებს თუარ გამოუვლია:(

კოლხელი2011-09-18 01:59:16
შესანიშნავი სტატიაა! თამარ, ზუსტად დამაბრუნეთ იმ ავბედით სექტემბერში. ოღონდ შენგან განსხვავებით მე ნათესავებს გამაყოლეს ჩემს პატარა ლეკვთან ერთად (რომელსაც თოჯინებისგან განსხვავებით ვერაფრით შეველიე) მალე უკან დაბრუნების იმედი მქონდა. დედა დაჭრილი მამაჩემს ვერ დატოვებდა აფხაზეთში მარტოს. მშობლებსაც ეგონათ, რომ 2-3 დღეში ყველაფერი ჩაივლიდა. 6 წლის ვიყავი, სამჯერ მეტი დრო გავიდა და მე მაინც ველი იქ დაბრუნებას...

პაატა2011-09-20 15:44:10
უფლის წყალობით დავბრუნდებით! მე მართალია აფხაზეთიდან არ ვარ, თუმცა ჩემი მეუღლეა სოხუმიდან და კარგად მესმის ის დიდი გულისტკივილი რაც აფხაზეთში მცხოვრებმა ქართველებმა და მთელმა საქართველომ გადავიტანეთ. (ნუ აქ არ ვგულისხმობ იმ ხალხს, ვინც მაგ დროს დუბაიში დარბოდა სავაჭროდ ან ფეშენებელურ კურორტებზე ისვენებდა...

კომპოტი2011-10-18 10:17:45
რა საშინელება იყო,ხალხმა რა გამოიარა და ჩვენ,უსისხლოებს რამდენჯერ გვითქვამს: "ტოლვილები ეგენი კი არა ჩვენ ვართ,მათ ბინაც შეიძინეს და მშვენივრად ცხოვრობენო " ცუდი ხალხი ვართ ძალიან,მხოლოდ ცაქცეულები მოგვცონს და მოჩვენებითად ვიცოდებთ :((((((((

lazi2011-10-19 17:57:44
დარწმუნებული ვარ და გარწმუნებ, მალე გადაიხდი დაბადების დღეს სიხარულით და ბედნიერებით გექნებათ გული და თვალები სავსე შენც და შენს სტუმრებსაც და პიანინოც აჟღერდება!

ირაკლი2011-11-06 21:34:18
მიხვედრით ყველა ხვდება უბრალოდ ძნელია იმ სხვისი ტკივილის საკუთარ თავზე განცდა, ეგ ჩვეულებრივ ადამიანს არ შეუძლია, კი აფხაზეთი ჩვენია ყველასი და ჩვენვე გვტკივა მაგრამ იმ ადამიანების ტკივილი ვინც იმ დროს იქ იმყოფებოდა სულ სხვა იქნება

ნატა.არ2012-01-02 01:04:06
ჩემო ეროო ჩემო ტანჯულო საქართვლო გავმაგრდეთ მჯერავს ჩვენ ისევ ვიზეიმებთ ერთიანობას,სულსი მხნეობას

მეე2012-02-15 15:53:06
მე დედამ მუცლით გადმომიყვანა : (((

gotamgwc2012-02-25 23:29:06
SomeCustomInjectedHeader:injected_by_wvs

აშ2012-03-05 03:31:09
მართლა მერწმუნეთ ცალიან ვიზიარებ თქვენ ტკივილებს ქართველო ხალხო-

ტატო2012-05-17 14:53:01
კარგი სტატიაა და მეც დევნილი,ვუერთდები თქვენ გულისტკივილს :(

Ynhkc20yTWQ=2012-06-06 14:31:52
1

difwwkfy2012-06-06 14:31:56
1

osqanqaa2012-06-06 14:32:00
1

ალეკო2012-06-06 22:32:44
ჩვენ გვეჩქარება თორემ დაბრუნებით აუცილებლად დავბრუნდებით სოხომში და ცხინვალშიც..

მარიეტა2012-06-15 00:33:29
მართლა მაგარი სტატიაა, მიუხედავად იმისა რომ მე არ ვარ დევნილი მაინც განვიცადეეე... მჯერა ყველაფერი გამოსწორდება და თქვენი ტკივილი მალე სიხარულად გადაიქცევა... უფალი ჩვენთანაა

Ossama2012-08-11 21:57:04
This is a most useful cntoriubtion to the debate

მამრობითი2012-09-12 02:12:12
ღმერთმა მოგვცეს იმის ძალა ქართველებს რომ ჩვენი დაკარგული ტერიტორიები დავიბრუნოთ შეგეწიოს უფალი მალე ძალიანმალე დაბრუენბულიყავი იმ სახლში რაც მთელი ცხოვრებაა თვალწინ გიდგას და ყოველთვის ასე იქნება შეგეწიოს უფალი...ღმერთო შენ გვისმინე კარგი ყურით და დაგვიბრუნე ჩვენი ქართული მიწები სადაც ჩვენი ძმების და მამების სისხლია დაღვრილი ჩვენსას ვითხოვთ სხვისას ხომ არაფერს ვითხოვთ...
უფრო მეტის დაწერა მინდოდა მაგრამ მეც ვიგრუზები მერე და ისეთი გამომდის ნაწერი სხვა უფრო იგრუზება და აგარ მინდა ისედაც მა თემაზე დაგრუზვა აღარ ღირს რა დავიბრუნებთ ღმერთის წყალობით ალბათ მალე დავიბრუნებთ ...

თეო2012-10-12 13:24:01
თამთა, ეს ავტობიოგრაფიული ბლოგი სავსეა რეალობით და მელანქოლიით.
შენ ძალიან კარგად წერ და მე კიდევ ველი შენს ბლოგებს... :))))

თეო2012-10-12 13:33:37
თამთა, შენ ავტობიოგრაფიულ ბლოგში იგრძნობა რეალობა და მელანქოლია, რომელიც გვიცოხლებს იმ მოგონებას, რომელიც სამწუხაროდ მართლაც მოხდა...
შენ კარგად წერ, და ველი კიდევ ახალ ბლოგებს :))))

ფიქრია2012-10-16 17:11:29
კარგად წერ თამარ მომეწონა და არ შეწყვიტო გფარავდეს უფალი

2013-09-09 19:49:59
ეს ის ტკივილია,რომც ვცადო ვერ განუგეშებ.დევნილი არ ვარ მაგრამ ზუსტად შენნაირად მტკივა...ზუსტად იმას ვგრძნობ რასაც შენ...არც ტორტზე დანთებული სანთლების მჯერა და არც ზღაპრების,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ადრე თუ გვიან,ყველა ერთად ვაკოცებთ აფხაზეთის მიწას!უფრო სწორედ-ჩვენს მიწას...

ნინო2013-09-09 19:50:58
ეს ის ტკივილია,რომც ვცადო ვერ განუგეშებ.დევნილი არ ვარ მაგრამ ზუსტად შენნაირად მტკივა...ზუსტად იმას ვგრძნობ რასაც შენ...არც ტორტზე დანთებული სანთლების მჯერა და არც ზღაპრების,მაგრამ ზუსტად ვიცი,რომ ადრე თუ გვიან,ყველა ერთად ვაკოცებთ აფხაზეთის მიწას!უფრო სწორედ-ჩვენს მიწას...

დაამატე კომენტარი (მაქსიმუმ 2000 სიმბოლო) |

სახელი

ელ–ფოსტა (არ გამოქვეყნდება)



1 2 3 4 5 6 7 8

12:42 25.03.2017
თუ გსურთ დაემშვიდობოთ თმის ცვენას, ეს უნდა წაიკითხოთ!

19:23 24.03.2017
#CloudinTheClouds - „მაიქროსოფთ“-ი გვთავაზობს ქლაუდს

19:18 24.03.2017
„მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ გუდაურის სამაშველო სამსახურმა ფრანგი ტურისტი გადაარჩინა

18:31 24.03.2017
თიბისი ბანკის მობაილბანკმა Efma-ს და SAP-ის ორი ჯილდო მიიღო

18:17 24.03.2017
გია და ლევან ყარამანიშვილების პასუხი "რუსთავი 2-ის" გუნდის წინადადებაზე

17:30 24.03.2017
,,ჩემი სიყვარული" - მარიტა როხვაძემ შეყვარებულთან გადაღებული ინტიმური ფოტო გამოაქვეყნა

16:29 24.03.2017
ნახეთ რა ლამაზი ცოლი ჰყოლია ნიკა გვარამიას

16:19 24.03.2017
სქელ კოლგოტზე "ბასანოჩკი" და შუბა - შორენა ბეგაშვილს გემოვნებამ უმტყუნა ?!

15:42 24.03.2017
გლობალური პანდემია, ასტეროიდი ან მესამე მსოფლიო ომი - როგორ ემზადებიან მდიდრები აპოკალიფსისთვის

15:30 24.03.2017
ავლაბრის მეტროსთან ვერტიკალური სკვერი გახმა, რომლის მოვლაშიც მერიამ 100 ათასობით ლარი გადაიხადა
ყველა სიახლე
www.droni.ge
ქართული კლავიატურა
მედია-ჰოლდინგი "დრონი.ჯი"
MEDIA HOLDING "DRONI.GE"
info@presa.ge
ტელ.: (+995 32) 2-000-247
599 877-901
სარეკლამო ბანერების ფასები
მთავარი | პოლიტიკა | ეკონომიკა | საზოგადოება | სპორტი | ხელოვნება | Yellow Page | დაიჯესტი | ვიდეო | Facebook სიახლეები | სამხედრო | რჩევები | გურმანი | კრიმინალი | მეცნიერება | პერსონა | ავტო| ვალუტა | ამინდი